ადმინისტრაციული ასისტენტი

თბილისი სრული განაკვეთი არქთრეიდი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: ადმინისტრაციული თანაშემწე
კომპანია „არქთრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე. 
 
ფუნქცია-მოვალეობები 
  • ოფისის ადმინისტრირება, ყოველდღიური საოფისე ოპერაციების ზედამხედველობა; 
  • შემოსული და გასული კორესპონდენციის აღრიცხვა, შენახვა და ადრესატთან გაგზავნა/მიწოდება; 
  • კომპანიაში შემოსული და გასული ზარების, წერილებისა თუ გზავნილების კონტროლი - ორგანიზება; 
  • მომსახურების ხელშეკრულებების აქტების მომზადება ყოველთვიურად; 
  • ხელშეკრულებების რეესტრის მომზადება და კონტროლი; 
  • ოფისში მოსული სტუმრების დახვედრა-გამასპინძლება; 
  • საქმიანი შეხვედრებისა და მივლინებების ორგანიზება; 
  • თანამშრომელთა დასწრების, სამუშაო დროის კონტროლი და აღრიცხვის სისტემაში მუშაობა; 
  • კორპორატიული ტელეფონის ნომრების შეკვეთა/განაწილება; 
  • საწვავის ხარჯის კონტროლი; 
  • საოფისე მარაგების მართვა: შეკვეთა, შენახვა, განკარგვა; 
  • სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხების მოგვარება; 
  • აქტიური კომუნიკაცია სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, PowerPoint) 
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; 
 
პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • ორგანიზებულობა; 
  • დროის მართვის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
 
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@archtrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 4 აპრილამდე.