ბიზნეს-საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანია - TaxInfo აცხადებს ვაკანსიას კონტრაქტორ (სამშენებლო მასალების იმპორტიორ/მწარმოებელ) კომპანიაში ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციის დასაკავებლად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
დამატებითი (არასავალდებულო) მოთხოვნები (პრიორიტეტულობის მიხედვით):
მოვალეობები:
ჩვენ გთავაზობთ:
დეტალური ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ:
შერჩევის პროცედურა:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით (დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ჩათვლით);
- ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა;
- საოფისე პროგრამა Excel-ის სრულყოფილი ცოდნა.
დამატებითი (არასავალდებულო) მოთხოვნები (პრიორიტეტულობის მიხედვით):
- ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამ(ებ)ის ცოდნა;
- ფასს სტანდარტების ცოდნა;
- საგადასახადო დაბეგვრის პრინციპების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა.
მოვალეობები:
- სამეურნეო ოპერაციების ბუღალტრული/ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება სამშენებლო (კონტრაქტორ) კომპანიაში მთავარი ბუღალტრის ხელმძღვანელობის ქვეშ.
ჩვენ გთავაზობთ:
- დიდი ზომის სამშენებლო კომპანიის ფინანსურ განყოფილებაში მუშაობის და პროფესიული ზრდის უნიკალურ შანსს;
- საუკეთესო სამუშაო პირობებს;
- საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვა/ანგარიშგების კუთხით უფასო ტრეინინგებს.
დეტალური ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ:
- სამუშაოს ტიპი: სრული;
- სამუშაო ანაზღაურება: 1500 - 1700 ლარი (net, გადასახადების გარეშე)
- გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
- სამუშაო საათები: 10:00 – 18:00, ორშაბათი-პარასკევი, (სამუშაო საათები შეიძლება არაარსებითად კორექტირდეს აპლიკანტის მოთხოვნისამებრ);
- სამუშაო: სანზონა, გურამიშვილის გამზირი
შერჩევის პროცედურა:
- 1 ეტაპი: რეზიუმეს განხილვა და ტესტირებაზე დასაბარებელ კანდიდატთა შერჩევა;
- 2 ეტაპი: შეჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება და ტესტირება ბუღალტრულ აღრიცხვაში;
- 3 ეტაპი: ფინალური გასაუბრება.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ 2025 წლის 19 აპრილის ჩათვლით გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: taxinfo.ge@gmail.com
კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო მისამართზე: +995 599 697 101
პერსონალურ მონაცემთა დაცვა: პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება კომპანიის მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების სრული დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.