კომპანია „ანაგი ქოლაბი", რომელიც უზრუნველყოფს უძრავი ქონების დეველოპერულ სერვისებს, აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პიროვნული უნარები:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საოფისე საქმის ადმინისტრირება;
- თანამშრომლების მხარდაჭერა ადმინისტრაციულ საკითხებში;
- შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება;
- ელექტრონული ფოსტის სისტემატური კონტროლი;
- შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მართვა;
- დოკუმენტაციის მოწესრიგება, სკანირება/დაარქივება;
- საოფისე ინვენტარით, აღჭურვილობითა და საკანცელარიო ნივთებით ოფისის უზრუნველყოფა;
- საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
- შეხვედრების დაგეგმვა-ორგანიზება;
- სტუმრების მიღება;
- საჭიროებისამებრ, უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული, პოზიციასთან დაკავშირებული სხვა დამატებითი მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ინგლისური ენა (სავალდებულო); რუსული ენა (სასურველია)
- სამუშაო გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- დაგეგმვის უნარი;
- ორგანიზებულობა
კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოთხსენებულ მოთხოვნებს, უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@anagicollab.ge გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ოფის მენეჯერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.