არქიტექტორი/დიზაინ მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ანაგი ქოლაბი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 3 - 5 წლამდე ენები: ინგლისური
სამშენებლო, უძრავი ქონება: არქიტექტორი

კომპანია „ანაგი ქოლაბი", რომელიც უზრუნველყოფს უძრავი ქონების დეველოპერულ სერვისებს, აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორი/დიზაინ მენეჯერის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

  • პროექტირების პროცესის სრული კოორდინაცია;
  • ხელშეკრულების პირობების და ვადების კონტროლი;
  • კონტრაქტორებთან პროცესების კოორდინაციის მართვა, პროექტირების დროულად და ხარისხიანად დასრულების მიზნით;
  • საპროექტო დოკუმენტაციის მონიტორინგი, სამშენებლო, საპროექტო, გაყიდვების და გაყიდვების შემდგომ გუნდებთან, დარგობრივ კონტრაქტორებთან და სამსახურის სხვა შიდა დეპარტამენტებთან მუდმივი კომუნიკაცია;
  • თითოეული პროექტის ფარგლებში დეტალური გეგმა-გრაფიკის და სამუშაო პროცესის გაწერა და მართვა;
  • შესრულებული საპროექტო დოკუმენტების ხარისხის კონტროლი, ტექნიკურ გუნდთან და შესაბამის დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობით;
  • შეხვედრების ორგანიზება, პრეზენტაციების მომზადება და მიმდინარე საკითხებზე ჩართული პირებთან განახლებების მართვა.
  • სამშენებლო გუნდისთვის და სხვადასხვა დეპარტამენტებისთვის საპროექტო მასალების მიწოდება და ტექნიკური მხარდაჭერა;
  • საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების განხორციელებისას დროული კომუნიკაციის მოხდენა ყველა პასუხისმგებელ პირთან და საპროექტო დოკუმენტაციის ყველა ცვლილებების მართვა;
  • მშენებლობის დასრულებისთვის სრული საპროექტო დოკუმენტაციის შეკვრა;
  • გაყიდვების, გაყიდვების შემდგომი, მარკეტინგის და სხვა დეპარტამენტების საჭიროებისთვის ინფორმაციის და მასალების დროულ მიწოდებაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
  • აუცილებელია CAD (AutoCad; ArchiCad), პროგრამების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
  • ჩაითვლება უპირატესობად დამატებითი პროგრამების ცოდნა (Lumion, Revit);
  • 41-ე დადგენილების რეგულაციების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (B2 Level).

სამუშაო გამოცდილება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-5 წლამდე გამოცდილება;
  • არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ზრდასა და განვითარებისკენ სწრაფვა
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • კრეატიულობა
  • პუნქტუალურობა
  • კომუნიკაბელურობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოთხსენებულ მოთხოვნებს, უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@anagicollab.ge გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „არქიტექტორი/დიზაინ მენეჯერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.