ინტერიერის დიზაინერი

თბილისი სრული განაკვეთი ანაგი ქოლაბი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
სამშენებლო, უძრავი ქონება: ინტერიერის დიზაინერი
კომპანია „ანაგი ქოლაბი", რომელიც უზრუნველყოფს უძრავი ქონების დეველოპერულ სერვისებს, აცხადებს ვაკანსიას ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:
  • ბინების, კომერციული ფართების, ნახაზების შეთანხმების პროცესის მართვა უძრავი ქონების მომავალ მფლობელებთან;
  • შეთანხმებული ცვლილებების მართვა და დოკუმენტური კოორდინაცია ძირითად პროექტთან;
  • გასაყიდი ბინების ცხრილებისა და ნახაზების გადამოწმება; 
  • ბინების გეგმარების კუთხით, ტექნიკური დავალების გაწერაში მონაწილეობის მიღება, შემოწმება;
  • მარკეტინგული არხებისთვის ბინების დიზაინის მომზადება და 3D ვიზუალიზაციის უზრუნველყოფა (ზედხედები/ მოცულობა);
  • კონტრაქტორების მიერ მოწოდებული ნახაზების რევიზია - ექსტერიერი, ინტერიერი, გეგმარება, საინჟინრო სქემების გეგმარების და სხვა;
  • რამდენიმე ტიპის დიზაინის (რემონტის ტიპის) შემუშავებაში მონაწილეობა;
  • სარემონტო მასალების შერჩევაში, მომწოდებლებთან ურთიერთობაში, შოურუმის მოწყობაში მონაწილეობა;
  • სარემონტო მასალების ჭრილში სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
  • შესრულებული სამუშაოების უშუალო მონიტორინგი საიტზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება არქიტექტურის ან ინტერიერის მიმართულებით;
  • აუცილებელია CAD (AutoCad; ArchiCad), პროგრამების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
  • ჩაითვლება უპირატესობად დამატებითი პროგრამების ცოდნა (Lumion, Revit);
  • 41-ე დადგენილების რეგულაციების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (B2 Level).
 
სამუშაო გამოცდილება:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლამდე გამოცდილება;
  • ინტერიერის დიზაინზე მუშაობის გამოცდილება.
 
პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ზრდასა და განვითარებისკენ სწრაფვა;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კრეატიულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
 
 კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოთხსენებულ მოთხოვნებს, უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ  მისამართზე: info@anagicollab.ge  გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ინტერიერის დიზაინერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.