საკრედიტო პროდუქტების გაყიდვების ექსპერტი

თბილისი სრული განაკვეთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
საბანკო: საბანკო(ზოგადი), საკრედიტო მენეჯერი
შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი“ აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო პროდუქტების  გაყიდვების ექსპერტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი 

„ცენტრალი“ გთავაზობთ:
  • თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ პროფესიული უნარები;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • საუკეთესო სამუშაო პირობებს;

ძირითადი მოვალეობები:
  • გაყიდვების მხარდაჭერა და კონტროლი;         
  • ანალიზი/შეფასება, საკრედიტო განაცხადის მომზადება ;
  • პოტენციური კლიენტების მოზიდვა.
  • მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება, ამ პროდუქტის უპირატესობის ახსნა;
  • სესხის გაცემის და დამუშავების პროცედურების შესწავლა;
  • შედეგებზე ორიენტაცია ;

სავალდებულო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები;
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცონდა;

სხვა მოთხოვნები:
  • პრინციპულობა, გუნდური მუშაობის უნარი, ინიციატივა, აქტიურობა;
  • პუნქტუალური;
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კონფლიქტების არიდების უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით  შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@central.ge არაუგვიანეს 04/10/2024

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
გისურვებთ წარმატებებს!