მერჩენდაიზერი

ბათუმი სრული განაკვეთი პსპ ფარმა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მერჩენდაიზინგი

 შპს "პსპ ფარმა" აცხადებს მერჩენდაიზერის ვაკანსიას აჭარაში.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სააფთიაქო ქსელში თითოეული აფთიაქის მერჩბუკის შექმნაში მონაწილეობა - აფთიაქებში არსებული სადისპლეო და პრომო ადგილების შესახებ ინფორმაციის მოგროვება, ფოტო რეპორტის შექმნა და საერთო ბაზაში შეყვანა;
  • სააფთიაქო ქსელში თითოეული აფთიაქის სახელმძღვანელოს შექმნაში მონაწილეობა - არსებული თაროების, სადისპლეო ადგილების და პრომო ადგილების შესახებ ინფორმაციის მოგროვება, მონიტორინგი და სახელმძღვანელოში ინფორმაციის განახლება;
  • სააფთიაქო ქსელში არსებული თაროების, სადისპლეო ადგილების, პრომო ადგილების, POS მასალების და სხვა შიდა და გარე სარეკლამო-საკომუნიკაციო სივრცეების მონიტორინგი;
  • სარეკლამო და POS მასალების მასალის განთავსება და განთავსების მონიტორინგი. აფთიაქში სარეკლამო მასალების არქონის ან არასწორად განლაგების შემთხვევაში, მასალების მიწოდება, განთავსება ან/და განახლება;
  • პლანოგრამების და პროდუქტის განლაგების გეგმების გათვალისწინებით მერჩენდაიზინგის სოფტით მუშაობა - მონიტორინგი, რეპორტინგი და განლაგების კორექცია.
  • აფთიაქების მერჩაუდიტი და დარღვევებზე რეაგირება; ცვლილებების შემთხვევაში პროდუქციის გადალაგება;
  • წინადადებების მომზადება სააფთიაქო ავეჯში დამატებითი თაროებისა და სადისპლეო ადგილების შეტანის შესახებ;
  • ახალ აფთიაქებში ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქციის განთავსება თაროებზე;
  • ახალი პროდუქციის დამატების შემთხვევაში, ადგილის მოძებნა და განთავსება;
  • პორტფელში არსებულ აფთიაქებთან / აფთიაქის მენეჯერებთან ინფორმაციის მიმოცვლა მიმდინარე აქტივობების, განლაგებების, ცვლილებების და სხვა მერჩენდაიზინგთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა (A2-B1)
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • საკუთარი ავტომობილი და მართვის მოწმობა (B კატეგორია)

პიროვნული უნარ-ჩვევები
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 4 აპრილი, 2025 წელი.