ბიზნეს პროცესების სპეციალისტი
1xP PRIORITY არქი
თარიღები: 20 მარ - 15 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
სხვა:  ბიზნეს ადმინისტრირება
კომპანია „არქი“,  წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. 
 
„არქი“-ში ვეძებთ ბიზნეს პროცესების სპეციალისტს

და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება: 
  • კომპანიის ბიზნეს-პროცესების იდენტიფიცირება, ანალიზი და ოპტიმიზაციის ხელშეწყობა; 
  • სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან შეხვედრა, მათი საჭიროებების შესწავლა და პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება; 
  • დოკუმენტირებული პროცესების პერიოდული გადახედვა და განახლება, BPMN დიაგრამების აწყობა; 
  • ბიზნეს-პროცესების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად საჭირო ცვლილებების ინიცირება; 
  • ბიზნეს პროცესების თანამშრომლებისთვის გაცნობა; 
  • დეპარტამენტთა შორისი შეხვედრების ორგანიზება და ფასილიტაცია; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება; 
  • შესაბამისი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია; 
  • ინგლისური ენის ცოდნა; 
  • საოფისე პროგრამების MS Office-ის ცოდნა;  
  •  სასურველია, Visio, Miro ან ბიზნეს პროცესების ასაწყობი სხვა პროგრამის საბაზისო დონეზე ცოდნა 
 
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 15 აპრილის  ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.