ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი ბიოდიზელი ჯორჯია
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)
ჰოლდინგ „ბიოდიზელი ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: ორშ.-პარ. : 10:00 – 19:00
ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;
  • საბუღალტრო პროგრამა ORIS 7-ში მუშაობა;
  • პირველადი დოკუმენტების შედგენა და დამუშავება (ინვოისი, მიღება-ჩაბარება, ანგ.ფაქტურა და ა.შ);
  • სახელფასო უწყისების წარმოება და გატარება;
  • ოპერაციების სისწორის მონიტორინგი, საბანკო გადარიცხვების განხორციელება;
  • სხვა ბუღალტრული გატარებები, კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე;
  • დებიტორ-კრედიტორების დავალიანების კონტროლი;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში (სასურველია);
  • კომპანიაში ბუღალტრად მუშაობის ერთიდან სამ წლამდე გამოცდილება;
  • საბუღალტრო პროგრამა ORIS 7-ში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
  • ბუღალტერის სასერტიფიკაციო გამოცდების სერტიფიკატები;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel,);
  • წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშების მომზადების უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);

პიროვნული თვისებები:
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი-სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი
  • დეტალებისადმი ორიენტირებულობა;

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@biodiesel.ge. და დანიშნულების ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.