ჰოლდინგ „ბიოდიზელი ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის პოზიციაზესამუშაო ადგილი: თბილისისამუშაო საათები: ორშ.-პარ. : 10:00 – 19:00ანაზღაურება: შეთანხმებითძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:- ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;
- საბუღალტრო პროგრამა ORIS 7-ში მუშაობა;
- პირველადი დოკუმენტების შედგენა და დამუშავება (ინვოისი, მიღება-ჩაბარება, ანგ.ფაქტურა და ა.შ);
- სახელფასო უწყისების წარმოება და გატარება;
- ოპერაციების სისწორის მონიტორინგი, საბანკო გადარიცხვების განხორციელება;
- სხვა ბუღალტრული გატარებები, კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე;
- დებიტორ-კრედიტორების დავალიანების კონტროლი;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:- უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში (სასურველია);
- კომპანიაში ბუღალტრად მუშაობის ერთიდან სამ წლამდე გამოცდილება;
- საბუღალტრო პროგრამა ORIS 7-ში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
- ბუღალტერის სასერტიფიკაციო გამოცდების სერტიფიკატები;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel,);
- წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშების მომზადების უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
პიროვნული თვისებები:- ანალიტიკური აზროვნება;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი-სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი
- დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@biodiesel.ge. და დანიშნულების ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.