შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ბიესეი კომპანი
მივლინება: არა ხელფასი: 1700 - 2000
განათლება: ბაკალავრი
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
შპს ,,ბიესეი კომპანი’’ აცხადებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ვაკანსიას.

პოზიციის დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
ორგანიზაცია: შპს ,,ბიესეი კომპანი’’
მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (09:00 – 18:00)

მოვალეობები:
  • ობიექტზე საფრთხის იდენტიფიცირება და რეპორტინგის წარმოება
  • ობიექტზე პირველადი შრომის უსაფრთხოების აუდიტის ჩატარება;
  • კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაციის მომზადება;
  • სამუშაო სივრცეში რისკების შეფასება და კონტროლის მექანიზმების გაწერა;
  • შრომის უსაფრთხოების გეგმის, პოლიტიკის შემუშავება;
  • კომპანიაში შრომის უსაფრთხოების წესების დასაცავად შესაბამისი ღონისძიებების დანერგვა
  • კომპანიის დასაქმებულთათვის შრომის უსაფრთხოების კუთხით სწავლება/ინსტრუქტაჟის ჩატარება;
  • შრომის უსაფრთხოების კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად ობიექტზე შესაბამისი სამუშაოების განხორციელება
  • მენეჯმენტის ინფორმირება უბედური შემთხვევების, ინციდენტების და საწარმო ტრავმების შესახებ. მათი აღრიცხვა, ანგარიში, გამომწვევი მიზეზების შესწავლა/მოკვლევა და გამოსასწორებელი ღონისძიებების ჩატარება
  • საკანონმდებლო სიახლეების ასახვა ორგანიზაციის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მარეგულირებელ არსებულ დოკუმენტებში
  • ორგანიზაციის მენეჯმენტის კონსულტირება შრომის უსაფრთხოების საკითხებზე
  • რეპორტინგის წარმოება.
  • გარემოს დაცვითი საკითხების მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, (სასურველია ტექნიკური განხრით)
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • სავალდებულოა სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატის ფლობა.
  • შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
  • სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის ცოდნა
  • სავალდებულოა ინსპექტირების ჩატარების ტექნიკის ცოდნა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
  • კანდიდატს უნდა გააჩნდეს ანალიტიკური აზროვნება, გუნდური მუშაობის უნარი, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • სასურველია ავტომანქანის ფლობა შესაბამისი მართვის მოწმობით.
  • მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 18:00 საათამდე
პრიორიტეტად ჩაითვლება გარემოსდაცვითი საკითხების ცოდნა და სერთიფიკატი.
ხელფასი 1700-2000 ლარი
გამოსაცდელი პერიოდი 6 თვე

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:: info@bsasafety.ge