შპს ,,ბიესეი კომპანი’’ აცხადებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ვაკანსიას.პოზიციის დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტიორგანიზაცია: შპს ,,ბიესეი კომპანი’’მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანისამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (09:00 – 18:00)მოვალეობები:- ობიექტზე საფრთხის იდენტიფიცირება და რეპორტინგის წარმოება
- ობიექტზე პირველადი შრომის უსაფრთხოების აუდიტის ჩატარება;
- კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაციის მომზადება;
- სამუშაო სივრცეში რისკების შეფასება და კონტროლის მექანიზმების გაწერა;
- შრომის უსაფრთხოების გეგმის, პოლიტიკის შემუშავება;
- კომპანიაში შრომის უსაფრთხოების წესების დასაცავად შესაბამისი ღონისძიებების დანერგვა
- კომპანიის დასაქმებულთათვის შრომის უსაფრთხოების კუთხით სწავლება/ინსტრუქტაჟის ჩატარება;
- შრომის უსაფრთხოების კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად ობიექტზე შესაბამისი სამუშაოების განხორციელება
- მენეჯმენტის ინფორმირება უბედური შემთხვევების, ინციდენტების და საწარმო ტრავმების შესახებ. მათი აღრიცხვა, ანგარიში, გამომწვევი მიზეზების შესწავლა/მოკვლევა და გამოსასწორებელი ღონისძიებების ჩატარება
- საკანონმდებლო სიახლეების ასახვა ორგანიზაციის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მარეგულირებელ არსებულ დოკუმენტებში
- ორგანიზაციის მენეჯმენტის კონსულტირება შრომის უსაფრთხოების საკითხებზე
- რეპორტინგის წარმოება.
- გარემოს დაცვითი საკითხების მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- უმაღლესი განათლება, (სასურველია ტექნიკური განხრით)
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- სავალდებულოა სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატის ფლობა.
- შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
- სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის ცოდნა
- სავალდებულოა ინსპექტირების ჩატარების ტექნიკის ცოდნა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
- კანდიდატს უნდა გააჩნდეს ანალიტიკური აზროვნება, გუნდური მუშაობის უნარი, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
- სასურველია ავტომანქანის ფლობა შესაბამისი მართვის მოწმობით.
- მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 18:00 საათამდეპრიორიტეტად ჩაითვლება გარემოსდაცვითი საკითხების ცოდნა და სერთიფიკატი.ხელფასი 1700-2000 ლარიგამოსაცდელი პერიოდი 6 თვედაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:: info@bsasafety.ge