გაყიდვების ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი Glass Work
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვები(ზოგადი), გაყიდვების აგენტი
კომპანია "Glass Work" წარმოადგენს ყველაზე დიდ მინის საწარმოს საქართველოში, რომლის საწარმო ფართი 50000 კვ.მ-ზეა განთავსებული. "Glass Work"-ის საწარმოო ხაზი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სპეც-ტექნიკით, ხოლო მაღალკვალიფიცირებული პერსონალი, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით უზრუნველყოფს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს.

კომპანია "Glass Work" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთავის გზ. 50 (ქვემო ფონიჭალა)
ანაზღაურება: ფიქსირებული+ბონუსი (კვალიფიკაციის შესაბამისად)
განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები:
  • სასურველია იდენტურ ან მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • უცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (1C, Excel, Word, Outlook);
  • პრიორიტეტად ჩაითვლება ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;

ძირითადი თანამდებობრივი ვალდებულებები:
  • კომპანიის პროდუქციისა და მომსახურების გაყიდვა;
  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა მისთვის სასურველ პროდუქციასთან დაკავშირებით;
  • შეკვეთის მიღება, გაფორმება და ჩაბარების ვადების კონტროლი;
  • წარმოებისთვის გადაცემული მასალა-ნედლეულის ნაშთების კონტროლი/აღრიცხვა/დოკუმენტირება/ჩამოწერა;

პიროვნული თვისებები/უნარები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@glasswork.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 574750011. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "Glass Work"-მა დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "Glass Work"-ის ბაზაში 1 წლის ვადით.