სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო” აცხადებს ვაკანსიას დარბაზის მენეჯერის/ ადმინისტრატორის პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს!
ანაზღაურება: 1500-2800
მოვალეობები:
უზრუნველყოს სავაჭრო დარბაზის შეუფერხებელი მუშაობა
ყურადღებას აქცევს და აკონტროლებს მომსახურე პერსონალის მხრიდან მომხმარებელთა მომსახურების დადგენილი სტანდარტების დაცვას;
აკონტროლებს საწყობიდან დარბაზში პროდუქციის გატანას, დარბაზში შესული პროდუქციის რაოდენობის სისწორეს, ვადებს
განიხილავს და ისმენს უკმაყოფილო მომხმარებელთა პრეტენზიებს და ატარებს შესაბამის ღონისძიებებს აღნიშნულ პრეტენზიათა აღმოფხვრისათვის;
მოთხოვნები:
მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
მომხმარებლის მომსახურების დადგენილი სტანდარტების ცოდნა
შრომის პროცესის ორგანიზებისა და მართვის უნარი.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
ორგანიზებულობა;
პასუხისმგებლიანობა;
კომუნიკაბელურობა;
პუნქტუალურობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@fresco.ge და სათაურის ველში - “Subject” მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: +995 591089633 ; +995 574115619