სადისტრიბუციო კომპანია ,,ტრეიდ პარტნერი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის (საბითუმოების პრისეილერი) პოზიციაზეადგილმდებარეობა: ქ. თბილისისამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)შრომითი ანაზღაურება: 950 ლარი ფიქსირებული + 1200 ლარი საბონუსე სისტემაჩვენ გვჭირდება ერთგული, ენერგიული, ნიჭიერი, შრომისმოყვარე კადრები, რომლებსაც მოსწონთ და იზიარებენ გუნდური მუშაობის პრინციპს და ორიენტირებულები არიან განავითარონ თავიანთი კარიერა.ფუნქცია-მოვალეობები:- სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება
- პროდუქციის სწორი პრეზენტაცია და შეკვეთების ფორმირება
- სავაჭრო ობიექტებთან არსებული პროდუქციის გამართული მერჩენდაიზინგი
- ქსელში არსებული პრობლემის დაუყოვნებლივ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
- ქსელში არსებული დებიტორული დავალიანებების კონტროლი
- ქსელში არსებული პრობლემური დებიტორული დავალიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელთან
- ყოველთვიური გაყიდვების გეგმის შესრულების მონიტორინგი
- კომპანიის მიერ გაწერილი სამუშაო გრაფიკის და შინაგანაწესის დაცვა
- ყოველდღიური ჩატარებული სამუშაოების შესახებ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- გაყიდვების წარმომადგენლის (პრისეილერი) პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- მერჩენდაიზერად ან პრომოდ მუშაობის გამოცდილება ასევე ჩაითვლება უპირატესობად
- სასურველია საბითუმო მაღაზიებთან მუშაობის გამოცდილება
აუცილებელი მოთხოვნა:- მართვის მოწმობა-B კატეგორია
- უნდა ფლობდეს საკუთარ ავტომობილს
პროფესიული უნარები:- კომუნიკაბელურობა
- ორგანიზებულობა
- მაღალი პასუხიმგებლობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- პრეზენტაციის ჩატარების უნარი
- დროის მართვის უნარი
- დავალებების სწორად გადანაწილების უნარი
ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს, სწრაფ კარიერულ ზრდას.დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე career@tradepartner.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (გაყიდვების წარმომადგენელი - საბითუმოების პრისეილერი თბილისში) წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ კომპანია ,,ტრეიდ პარტნერმა“ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემები შეიძლება შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.