შრომის უსაფრთხოების უფროსი

თბილისი, თბილისის შემოგარენი სრული განაკვეთი AWARD
მივლინება: არა ხელფასი: 3000 - 4000
განათლება: ბაკალავრი
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
შპს ,,AWARD’’ აცხადებს შრომის უსაფრთხოების უფროსის ვაკანსიას.
პოზიციის დასახელება: შრომის უსაფრთხოების უფროსი
ორგანიზაცია: შპს ,,AWARD’’
მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი,თბილისის შემოგარენი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (09:00 – 18:00)
ანაზღაურების დიაპაზონი: 3000_4000 (გამოცდილების მიხედვით)

მოვალეობები:
  • ობიექტ(ებ)ის მონიტორინგი, რეგულარული ვიზიტები სამუშაო ადგილებზე, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და დასაქმებულ პირთა კონტროლი.
  • რისკების მუდმივი კონტროლი
  • ობიექტ(ებ)ზე სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დაცვა.
  • ინსპექტირება შრომის უსაფრთხოების კუთხით; 
  • დეპარტამენტში მასზე დაქვემდებარებული სპეციალისტების ხელმძღვანელობა
  • საჭირო დოკუმენტაციის მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • სასურველია სამშენებლო მიმართულებით აღნიშნულ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება
  • სახელმწიფოს მიერ აღიარებული, შრომის უსაფრთხოების  სპეციალისტის  სერტიფიკატის ფლობა; 
  • MS Office - ის მაღალ დონეზე ცოდნა

აუცილებელი უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • დროის მართვის უნარი; 
  • პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა;

დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე გაგვიზიარეთ აღნიშნულ მისამართზე hr@award.ge . სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება ‘’შრომის უსაფრთხოების უფროსი’’
გისურვებთ წარმატებას!