შპს „კომპანია ორბიტა“, არის მსხვილი სადისტრიბუციო და ლოჯისტიკური კომპანია, სხვადასხვა კატეგორიის, საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში 2004 წლიდან. კომპანია ორიენტირებულია გრძელვადიან პარტნიორობაზე, პორტფელის მაქსიმიზაციაზე და პროდუქტის ცნობადობის გაზრდაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: WWW.ORBITA.GE
შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ბათუმი
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: WWW.ORBITA.GE
შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ბათუმი
ძირითადი მოვალეობები:
- ქსელში წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი;
- თაროებზე განაწილებული და მაცივრებში არსებული პროდუქციის სასაქონლო სახისა და ვადების შემოწმება და FIFO-ს წესების დაცვა;
- თაროებზე პროდუქციის დალაგებისას პლანოგრამის დაცვა და კონტროლი;
- ხელმძღვანელობისთვის ობიექტზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მუდმივი მიწოდება;
- ობიექტების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების წარმართვა პროდუქციის განთავსების პირობებზე;
- ქსელში მარაგის კონტროლი;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითეთებების შესრულება.
მოთხოვნები:
- სასურველია, მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
ხელფასი:
ხელფასი-ფიქსირებული ხელზე ასაღები (NET) 1000 ლარი + ბონუსი.
პირობები და ბენეფიტები:
- სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 საათი (1 საათი შესვენება);
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კორპორატიული ნომერი;
- ფიტპასი.
თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: m.makharadze@orbita.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მერჩენდაიზერი ბათუმში" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საკონტაქტო პირი: მიხეილ მახარაძე (ტელ: +995 591014039)
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "კომპანია ორბიტა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "კომპანია ორბიტა" ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!