ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „ჰოუმ დიზაინ გალერი“ - ევროპული ავეჯისა და აქსესუარების შოურუმი საქართველოში.
ჩვენ ვეძებთ გაყიდვების სპეციალისტს და მისი ფუნქციები იქნება:
- მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა, პროდუქციის რეალიზაცია;
- მომხმარებლის დახვედრა და შოურუმში არსებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- პოტენციური მომხმარებლების ინფორმირება სოციალურ ქსელების მეშვეობით და გაყიდვების ხელშეწყობა;
- პროექტებისთვის მოლაპარაკებების წარმოება და საჭირო პროდუქციის შესყიდვის კოორდინირება, დოკუმენტაციის მომზადება და მონიტორინგი;
- ბუღალტერიასთან, შესყიდვებთან და დიზაინერებთან აქტიური კომუნიკაცია;
- ფასების გამოთვლა და ელექტრონულად ატვირთვა;
- სალაროს კონტროლი და ნაღდი ფულის ინკასაციის უზრუნველყოფა;
- სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
- შესრულებული სამუშაოების პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
ჩვენ კი გთავაზობთ:
- პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
- მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
- სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 5 აპრილის ჩათვლით:
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.