ფრონტ ოფისის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Ibis Tbilisi city
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: ოფისის მენეჯმენტი
ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „HPM“, რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. 

ჩვენი მიზანია:
შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;

ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს. 

ამჟამად, 156 ნომრიანი Accor Group-ის სასტუმრო ibis Tbilisi city აცხადებს ვაკანსიას ფრონტ ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • ზედამხედველობა გაუწიოს ფრონტ ოფისის შეუფერხებელ საქმიანობას;
  • საჭიროებიდან გამომდინარე დახმარების გაუწიოს ფრონტ ოფისის თანამშრომლებს ოპერაციულ საქმიანობაში;
  • ფრონტ ოფისის თანამშრომლების სამსახურში აყვანის პროცესში მონაწილეობა და მათი დატრენინგება;
  • განსაზღვროს ტრეინინგების საჭიროებები და მონაწილეობა მიიღოს ფრონტ ოფისისთვის ტრეინინგის გეგმის შედგენაში;
  • აკონტროლოს და პასუხისმგებელი იყოს ინდივიდუალური თუ ჯგუფური რეზერვაციების მიღებასა და მათ შესაბამისად დამუშავებაზე;
  • უზრუნველყოს ფრონტ ოფისის თანამშრომლების სამუშაო განრიგის შედგენა;
  • სასტუმროს დატვირთულობის კონტროლი, ინფორმაციის მიწოდება შესაბამის დეპარტამენტებთან;
  • მონაწილეობის მიღება ფრონტ ოფისის ბიუჯეტის და ბიზნეს გეგმის შედგენაში;
  • უზრუნველყოს დეპარტამენტის საქმიანობა დადგენილი და დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში;
  • შეასრულოს სხვა მოვალეობები გენერალური მენეჯერის  დავალებით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ტურიზმის, სასტუმროს მართვის ან მსგავს სფეროში
  • აღნიშნულ პოზიციაზე საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება 
  • რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ფლობა, როგორც ზეპირი, ასევე წერითი
  • MS Office-ის და სასტუმროს მართვის პროგრამული უზრუნველყოფის კარგი ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.ibis@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ფრონტ ოფისის მენეჯერი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ „ibis Tbilisi Ortachala“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ზემოთხსენებულ ელფოსტაზე.

გისურვებთ წარმატებას!