LSG Solutions აცხადებს ვაკანსიას მშენებლობის ზედამხედველის პოზიციაზე
სამუშაო ლოკაცია: ბორჯომი
კომპანიის ვებ გვერდი: https://lsg.solutions/
ფუნქცია - მოვალეობები:
პოზიციისთვის აუცილებელი ცოდნა:
სამუშაო გამოცდილება:
პოზიციისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@lsg.solutions
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
ფუნქცია - მოვალეობები:
- კონტრაქტორების მიერ წარმოებული სამშენებლო/სამონტაჟე სამუშაოების ზედამხედველობა, აღრიცხვა და კორექტირება საჭიროების შემთხვევაში;
- სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების გეგმის განხორციელების უზრუნველყოფა შეთანხმებული გრაფიკის ფარგლებში;
- თავის მიმართულებით ნახაზების კონტროლი და კონტრაქტორებისთვის ბოლო (ყველა მხარის მიერ) დადასტურებული და ხელმოწერილი ვერსიების მიწოდება;
- სამშენებოლ/სამონტაჟე სამუშაოების ხარისხის და ნახაზებთან შესაბამისობის კონტროლი;
- ობიექტზე მოწოდებული მასალების შესაბამისობის კონტროლი დადასტურებულ სპეციფიკაციებთან (მასალების დადასტურების ფორმაში MAF) შედარებით;
- კონტრაქტორების მიერ სამუშაოში ჩართული ადამიანური რესურსების რაოდენობის და ხარისხის ანალიზი და შესაბამისი ანალიტიკური მასალების მომზადება, რომელიც ასახავს არსებული რესურსის საკმარისობას გრაფიკით დადგენილ თარიღებში სამუშაოების დასასრულებლად;
- დამატებითი (კონტრაქტით/პროექტით გაუთვალისწინებელი) სამუშაოების წარმოშობის შემთხვევაში, მათი განხორციელებისთვის ოპტიმალური ტექნიკური გადაწყვეტილებების გამომუშავებაში ჩართულობა და სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების განხორცილებისთვის საჭირო ტექნოლოგიების ანალიზი და გაუმჯობესებაზე წინადადებების წარდგენა;
- კონტრაქტორის მიერ განხორციელებული სამუშაოების მოცულობების გადამოწმება, მათი ფორმა #2-თან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
- საშემსრულებლო ნახაზების გადამოწმება, რათა სრულად და ზუსტად იყოს ასახული სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების დროს განხორცილებული ცვლილებები;
- მოახდინოს ფარული სამუშაოების აქტების დროული მოთხოვნა (კონტრაქტორისგან) და გადამოწმება;
- მოახდინოს დეფექტური აქტების დროული გაფორმება ან/და მოთხოვნა (კონტრაქტორისგან) და გადამოწმება;
- მონაწილეობა მიიღოს ტესტირების პროცედურების შემუშავებაში და მათ განხორციელებაში;
- მოახდინოს ტესტირების აქტების მოთხოვნა (კონტრაქტორისგან) და გადამოწმება;მოახდინოს დაგეგმილი სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების განხორციელებისათვის საოპერაციო და ტექნოლოგიური რისკების დადგენა და მათი აცილების ხერხების შემუშავება. აღნიშნული საკითხების რისკის მართვის დოკუმენტში შეტანით;
- მოახდინოს ძირითადი მოცულობითი მასალების ხარჯის აღრიცხვა და კონტროლი.
პოზიციისთვის აუცილებელი ცოდნა:
- სავალდებულოა შესაბამისი ინჟინერ მშენებლის უმაღლესი განათლება
- საოფისე პროგრამების ზედმიწევნით ცოდნა.
სამუშაო გამოცდილება:
- მსგავსი მიმართულები მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება.
პოზიციისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები:
- კარგი ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, მათ შორის მულტიდისციპლინარული გუნდთან კოლაბორაციის უნარ-ჩვევები;
- დეტალებზე ორიენტირებულობა, პრიორიტეტების და დედლაინების გათვალისწინებით მაღალი შესრულების სტანდარტის შენარჩუნების უნარი;
- პროაქტიური და მოტივირებული, მაღალი ხარისხის შენარჩუნების და გარშემომოფების მოტივაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების და პრობლემის მოგვარების გზების მოძიების უნარი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@lsg.solutions
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!