გეოდეზისტი

ქუთაისი სრული განაკვეთი სითი
მივლინება: დიახ
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, თურქული
სამშენებლო, უძრავი ქონება: გეოდეზისტი
სამშენებლო კომპანია "სითი" აცხადებს ვაკანსიას გეოდეზისტის პოზიციაზე.
შპს სითი  არის ინფრასტრუქტურული, ჰიდროტექნიკური  და სამრეწველო ნაგებობათა მშენებარე კომპანია 8 წლიანი გამოცდილებით.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება სამშენებლო ინჟინერიის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
  • ანალოგიურ პოზიციაზე და პროექტებზე მუშაობის მინიმუმ 5  წლიანი გამოცდილება;
  • პროგრამების ცოდნა: AutoCAD, CIVIL 3D, Microsoft Office;
  • ინგლისური ან თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
 
სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო ადგილი:
  • ძირითადი სამუშაო ადგილი დასავლეთ საქართველო (ქუთაისი). საჭიროების შემთხვევაში მივლინება საქართველოს მასშტაბით.
  • ასევე საჭიროების შემთხვევაში ბაზირება (პროექტის ადგილმდებარეობის მიხედვით)
 
სამუშაო აღწერილობა
  • სამუშაოს მოცულობის დათვლა საინჟინრო ნახაზების მიხედვით; მათ შორის ექსკავაციის სამუშაოები და გრუნტის მოცულობები
  • ნიშნულების და კოორდინატების კონტროლი;
  • სამუშაო ნახაზების შემოწმება და კონტროლი;
  • საშემსრულებლო ნახაზების დამზადება;
  • ტერიტორიის აგეგმვა და შენობა-ნაგებობების კვლევა;
  • ტოპოგრაფიული რუქის მოსამზადებლად საველე და კამერალური აზომვა/დამუშავება;
  • დაკვალვის სამუშაოების შესრულება ელექტროტახომეტრის საშუალებით;
  • საველე მონაცემების დამუშავება და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება.
 
ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:info@cross-cap.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577502155