ქოლ-ცენტრის ოპერატორი

მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ადმინისტრაცია: ქოლ ცენტრის ოპერატორი
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:
  • შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი (სტუდენტებისათვის და დაინტერესებული პირებისთვის კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურთან გადამისამართება;
  • გამავალი ზარის განხორციელება და ინფორმაციის მიწოდება სტუდენტებისათვის აკადემიური პერსონალისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის;
  • პრობლემური საკითხების გამოვლენა და შესაბამისი სამსახურისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება;
  • უნივერსიტეტის სოციალურ ქსელებში შემოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
  • სამუშაო გამოცდილება - 1 წელი (სასურველია უნივერსიტეტში მუშაობის გამოცდილება);
  • კომპიუტერული პროგრამები - MS Office;
  • ენები - ინგლისური ენა - B2;

პიროვნული უნარები:
  • გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • კონფლიქტების მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ინფორმაციის შეგროვების უნარი;
  • ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;
  • დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.

შერჩევის ეტაპები:
  • CV - ების გადარჩევა;
  • ინდივიდუალური გასაუბრება

დაინტერესებულმა პირებმა 2025 წლის 20 აპრილის ჩათვლით გამოგვივზავნეთ CV მისამართზე: vacancy@seu.edu.ge გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.