ნეოტექის ისტორია 2005 წლიდან იწყება და დაარსების დღიდან კომპანიას, უსაფრთხოების სფეროში, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებულმა გუნდმა, მოახერხა გამხდარიყო ძლიერი კონკურენტი და შეექმნა საკუთარი სტანდარტები.
ჩვენთვის დაარსების დღიდან, ხარისხთან ერთად, პრიორიტეტად მომხმარებელთან ურთიერთობა იქცა. შესაბამისად, კომპანია რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს: დისტრიბუცია, საცალო და კორპორატიული.
დღეისათვის ნეოტექი თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან და ქართულ ბაზარზე ლიდერია უსაფრთხოების გადაწყვეტილების კუთხით.
ჩვენი მთავარი პრინციპია - სტაბილურობა, სანდოობა, ხარისხი!
ვაკანსიის აღწერა:
კომპანია "ნეოტექი" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი და გრაფიკი:

- მდებარეობა: თბილისი
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
- შემოსული სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების მიღება, შესაბამის განყოფილებებთან გადამისამართება
- ოფისის სტუმრების მიღება და მომსახურება
- ოფისის ადმინისტრაციული საქმიანობის კოორდინირება
- დოკუმენტაციის მოწესრიგება და მართვა
- ტექნიკური სერვისის ადმინისტრირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- ქართული ენის სრულყოფილად ფლობა
- ინგლისური ენის კარგად ცოდნა (წერა/მეტყველება)
- Microsoft Office პროგრამების კარგად ცოდნა, FMG-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- პუნქტუალურობა და დისციპლინა
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
- პროფესიონალების გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს
- კორპორატიულ ღონისძიებებში მონაწილეობას
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: hr@neotech.ge
გთხოვთ, ელ-წერილის სათაურში მიუთითოთ: "მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი”
შემოგვიერთდით და გახდით ჩვენი გუნდის ნაწილი!