ლოჯისტიკის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ნეოტექი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოჯისტიკის მენეჯერი
კომპანიის შესახებ
ნეოტექის ისტორია 2005 წლიდან იწყება და დაარსების დღიდან კომპანიას, უსაფრთხოების სფეროში, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებულმა გუნდმა, მოახერხა გამხდარიყო ძლიერი კონკურენტი და შეექმნა საკუთარი სტანდარტები.

ჩვენთვის დაარსების დღიდან, ხარისხთან ერთად, პრიორიტეტად მომხმარებელთან ურთიერთობა იქცა. შესაბამისად, კომპანია რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს: დისტრიბუცია, საცალო და კორპორატიული.

დღეისათვის ნეოტექი თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან და ქართულ ბაზარზე ლიდერია უსაფრთხოების გადაწყვეტილების კუთხით.
ჩვენი მთავარი პრინციპია - სტაბილურობა, სანდოობა, ხარისხი!

ნეოტექი - უსაფრთხო გარემოსთვის!

ვაკანსიის აღწერა:
კომპანია "ნეოტექი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი და გრაფიკი:
  • მდებარეობა: თბილისი
  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ოფისიდან

ძირითადი მოვალეობები:
  • საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი და მონიტორინგი
  • უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება
  • საერთაშორისო შესყიდვების პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია
  • სატრანსპორტო და საბაჟო პროცედურების ორგანიზება
  • ლოჯისტიკური ხარჯებისა და ვადების ოპტიმიზაცია
  • საერთაშორისო მიწოდების გრაფიკების შემუშავება და კონტროლი
  • დოკუმენტაციის მართვა (ინვოისები, სასაქონლო დეკლარაციები, სერტიფიკატები)
  • პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება და ოპტიმალური პირობების შეთანხმება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ლოჯისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით)
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო შესყიდვების, ლოჯისტიკის ან/და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის სფეროში
  • საზღვარგარეთიდან შესყიდვების, საერთაშორისო ტვირთების ტრანსპორტირებისა და ლოჯისტიკის პროცესების ცოდნა
  • საბაჟო პროცედურების ცოდნა და შესაბამისი გამოცდილება
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა, სხვა უცხო ენის ცოდნა მნიშვნელოვანი უპირატესობაა
  • მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციების ჩატარების უნარი
  • პრობლემების ეფექტურად გადაჭრის და მრავალ ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი
  • ლოჯისტიკურ/ERP პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიონალურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას პროფესიული განვითარების პერსპექტივით
  • საერთაშორისო პარტნიორებთან პროფესიული ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობას
  • კომფორტულ ოფისს და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის შესაძლებლობას
  • პროფესიონალების გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს
  • გაინტერესებთ ეს პოზიცია?

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: hr@neotech.ge

გთხოვთ, ელ-წერილის სათაურში მიუთითოთ: "ლოჯისტიკის მენეჯერი"

შემოგვიერთდით და გახდით ჩვენი გუნდის ნაწილი!