ანაზღაურებად სტაჟირება / პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტი

თბილისი სტაჟირება ჰანიველ ცემენტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ზოგადი მარკეტინგი
ჰანიველ ცემენტი საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე.  კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი  კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა.  ამჟამად ჰანიველ ცემენტი  ბეტონის 15 ქარხანას ითვლის. 

ჰანიველ ცემენტი აცხადებს ვაკანსიას ანაზღაურებად სტაჟირებას პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტში.

ლოკაცია: თბილისი, ყაზბეგის 21
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათი.
დასაქმების ხანგრძლივობა: 6 თვე.
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები:
  • მარკეტინგული პროექტების და აქტივობების დაგეგმვასა და აღსრულებაში ჩართულობა;
  • სოციალურ მედიაში სარეკლამო აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
  • სოციალური ქსელების პლატფორმებზე კონტენტის შექმნასა და განახლებაში მონაწილეობის მიღება;
  • PR და მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა, იდეების შეთავაზება და საინიციატივო პროექტების წარდგენა;
  • მარკეტინგული პროექტების ფარგლებში ხელშეკრულებების მომზადება კომპანიაში დადგენილი წესების შესაბამისად;
  • სარეკლამო კომპანიებთან და კრეატიულ სააგენტოებთან კომუნიკაცია, ახალი პარტნიორების მოძიება, ხელშეკრულებების გაფორმება/განახლება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის, სოციალური მედია-მენეჯმენტის ან PR- ის მიმართულებით (განიხილება მე-4 კურსის სტუდენტიც).
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
  • MS Office-ის პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; 
  • სასურველია Facebook Ads Manager-ის ცოდნა;
  • სასუველია “ქოფირაითი”-ს პრინციპებისა და ტექნიკების საბაზისო ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 

არსებული ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო  პირობებით;
  • სატელეფონო ლიმიტი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: careers@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა) ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით)

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სტაჟიორი - პიარისა და მარკეტიგის დეპარტამენტი

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით. 

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე. 

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.  

ჰანიველ ცემენტი  კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. 
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა