კომპანია "GMC Motors" აცხადებს ვაკანსიას აგრო გაყიდვების აგენტის პოზიციაზე
მოვალეობები:
- აგრარული პროდუქციის (სასუქები, ბიოსტიმულატორები) გაყიდვებში მონაწილეობის მიღება;
- პოტენციური კლიენტების მოძიება და არსებული კლიენტების ბაზის მართვა;
- კლიენტებთან კონსულტაციის გაწევა პროდუქციის შესახებ (დანიშნულება, გამოყენების წესი, სარგებელი და სხვა);
- სავაჭრო ობიექტებისა და ფერმერების რეგულარული მონახულება;
- გაყიდვების გეგმის შესრულება და პერიოდული ანგარიშგება ხელმძღვანელთან;
- ბაზრის მოთხოვნის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;
- კომპანიის პროდუქციის პოპულარიზაცია და პრეზენტაციების გამართვა;
- შეკვეთების მიღება და შესაბამის ჯგუფთან კოორდინაცია დროული მიწოდებისთვის;
- გაყიდვების შემდგომი მომსახურება და უკუკავშირის მიღება კლიენტებისგან.
მოთხოვნები:
- აგრონომიის, აგრარული მეცნიერებების ან სხვა შესაბამისი მიმართულებით განათლება (სასურველია);
- აგრო პროდუქციის (სასუქები, მცენარეთა დაცვის საშუალებები, თესლი და სხვა) საბაზისო ცოდნა(ჩაითვლება უპირატესად);
- გაყიდვებში ან კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება (სასურველია მსგავს სფეროში);
- კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები (MS Office, ელ. ფოსტა და სხვა);
- მართვის მოწმობა (კატეგორია B) და საკუთარი ავტომობილი (სასურველია);
- ქართული ენის ცოდნა; სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
პირობები: ფიქსირებულს + ბონუსი
- კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე და შედეგზე ორიენტირებულობა;
პირობები: ფიქსირებულს + ბონუსი
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: giorgigmc@gmail.comან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995550050277