კომპანია "უნიმედი" 2011 წლიდან პოზიციონირებს. კომპანიის საქმიანობაში მთავარი ფასეულობებია ხარისხი, პროფესიონალიზმი და სანდოობა. "უნიმედი" ახორციელებს სამედიცინო აპარატურისა და ერთჯერადი მოხმარების სამედიცინო საგნების რეალიზაციას.
კომპანია "უნიმედი" კვალიფიციური პროფესიონალების მეშვეობით უზრუნველყოფს მომხმარებლისათვის მაღალი ხარისხის პროდუქციის შერჩევას, ადგილზე მიწოდებასა და შესაბამისი მომსახურების გაწევას. კომპანია მუდმივად ორიენტირებულია თანამშრომლების პროფესიულ ზრდაზე და უზრუნველყოფს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების უზრუნველყოფას როგორ ლოკალურად, ასევე, გლობალურად. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის სანახავად, ესტუმრეთ ჩვენს FB გვერდს: https://www.facebook.com/profile.php?id=100063645292270
ამრიგად, სადაც "უნიმედია", იქ ხარისხი და პროგრესია! სადაც ხარისხი და პროგრესია, იქ წარმატებაა!
სწორედ ამ ფასეულობების გაზიარებისთვის, კომპანია აცხადებს ვაკანსიას რეკრუტერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- რეკრუტინგის პროცესის დაგეგმვა და მართვა;
- ვაკანტური პოზიციებისათვის კანდიდატების მოძიება;
- შემოსული რეზიუმეების გადარჩევა;
- გასაუბრებების/ტესტირებების დაგეგმვა და ჩატარება;
- კანდიდატების სტაჟირების პროცესის მონიტორინგი და დაგეგმარება
- ვაკანსიების ტექსტების მომზადება და განთავსება
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებების და მითითებების შესრულება;
- ყოველკვირეული რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით, ან მომიჯვანე სფეროში.
- მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება- სავალდებულო
- ინგლისური ენის ცოდნა, მინიმუმ B2
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
- მულტითასქინგური სამუშაო პროცესის მართვის უნარი;
- განვითარებაზე და სიახლეებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას
- კარიერულად ზრდის შესაძლებლობას
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- Fitpass
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.