საწყობის თანამშრომელი

ბათუმი სრული განაკვეთი Techno Mall
მივლინება: არა ხელფასი: 1000
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობის თანამშრომელი
კომპანია "ტექნო მოლი" (https://technomall.ge/) ( https://www.facebook.com/technomall.georgia ) რეგიონში ყველაზე დიდი ელექტრო, სამშენებლო და ბაღის ინსტრუმენტების მაღაზიაა, რომელიც აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა: BOSCH, MILWAUKEE, MAKITA, TOTAL, COOFIX, LUTIAN, CROWN, DEWALT და სხვა. „ტექნო მოლი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:
  • საწყობში შემოსული პროდუქციის აღრიცხვა და დასაწყობება;
  • პროდუქციის მითვლა, გაცემა, ზედნადების შედარება, დოკუმენტაციასთან მუშაობა;
  • წუნდებული პროდუქციის აღრიცხვა;
  • მაღაზიის სასაქონლო მარაგების პერიოდული აღწერა;
  • ნაშთების კონტროლი და რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება და ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა.

სამუშაო ადგილი: ბათუმი, ალექსანდრე სულაბერიძის 80-82
სამუშაო გრაფიკი: 40სთ კვირაში
ანაზღაურება: 1000 ₾
50%-იანი ფასდაკლება Element Fitness-ის ულიმიტო აბონიმენტზე

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@technomall.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება “საწყობის თანამშრომელი”.