გაყიდვების კონსულტანტი
2xP PRIORITY Techno Mall
თარიღები: 18 მარ - 16 აპრ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1200 - 2000
გაყიდვები:  გაყიდვების კონსულტანტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@technomall.ge
კომპანია  "ტექნო მოლი" (https://technomall.ge/) ( https://www.facebook.com/technomall.georgia )   რეგიონში ყველაზე დიდი ელექტრო, სამშენებლო და ბაღის ინსტრუმენტების მაღაზიაა, რომელიც აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა: BOSCH, MILWAUKEE, MAKITA, TOTAL, COOFIX, LUTIAN, CROWN, DEWALT და სხვა. „ტექნო მოლი“ აცხადებს ვაკანსიას  გაყიდვების კონსულტანტის  პოზიციაზე ბათუმში
 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა 
  • პროდუქციის მოწესრიგებულად განაწილება 
  • პროდუქციის ფასმაჩვენებლის პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა 
  • გაყიდული პროდუქციის შემოწმება 
  • ნივთის გაფორმება, საგარანტიო ტალონის შევსება და მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა 
  • ახალი მოდელების შესწავლა 
  • სექციაში არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • სასურველია უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება 
  • სასურველია რომელიმე უცხო ენის ცოდნა 
 
პიროვნული მახასიათებლები: 
  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა 
  • ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა 
  • გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი 
  • გუნდური მუშაობის უნარი 
 
სამუშაო ადგილი: ბათუმი, ალექსანდრე სულაბერიძის 80-82 
სამუშაო გრაფიკი: 40სთ კვირაში 
ანაზღაურება: 1200-2000₾ (ფიქსირებულს + ბონუსი) 
50%-იანი ფასდაკლება Element Fitness-ის ულიმიტო აბონიმენტზე 
 

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@technomall.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "გაყიდვების კონსულტანტი".