კომპანია "ტექნო მოლი" (https://technomall.ge/) ( https://www.facebook.com/technomall.georgia ) რეგიონში ყველაზე დიდი ელექტრო, სამშენებლო და ბაღის ინსტრუმენტების მაღაზიაა, რომელიც აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა: BOSCH, MILWAUKEE, MAKITA, TOTAL, COOFIX, LUTIAN, CROWN, DEWALT და სხვა. „ტექნო მოლი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე ბათუმში.
ძირითადი შესასრულებელი სამუშაოები:
ძირითადი მოთხოვნები:
ძირითადი შესასრულებელი სამუშაოები:
- შესყიდვების ასახვა პროგრამულად, მონიტორინგი და შემოწმება;
- პროგრამიდან გაყიდვების, ასევე, შიდა გადაზიდვების გაწერა და კონტროლი;
- პროგრამაში კალკულაციების დამატება/რედაქტირება და მათი კონტროლი;
- გასაყიდი პროდუქციის, ნომერკლატურის, ასევე, ფასებისა და ფასდაკლებების დამატება პროგრამაში;
- ყოველდღიური, ფაქტიურად წარმოებული პროდუქციის ასახვა პროგრამაში;
- პროგრამულად ასახული საცალო და საბითუმო გაყიდვების სისწორის კონტროლი;
- ჩამოწერების კონტროლი და მისი პროგრამულად ასახვა;
- ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა, შედეგების პროგრამული გატარება და ინტერპრეტაცია;
- უარყოფითი ყოველდღიური ნაშთებისა და დანაკლისი-ზედმეტობის მიზეზების ძიება/კვლევა და პრევენციული ზომების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- ნაღდი ფულის კონტროლი (შიდა სამუშაო ფაილის საშუალებით);
- აქტიური კომუნიკაცია საბუღალტრო კომპანიასთან და მათი მითითების შესრულება;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბუღალტერია/ფინანსების განხრით (სასურველია);
- სასურველია პროგრამა ბალანსში მუშაობის გამოცდილება
- RS-ზე მუშაობა (სასურველია, სულ მცირე სასაქონლო ზედნადებებთან მუშაობის გამოცდილება);
- MS Office-ების ცოდნა (აუცილებელია მინიმუმ Excel-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა);
სამუშაო ადგილი: ბათუმი, ალექსანდრე სულაბერიძის 80-82
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (სრული)
ანაზღაურება: 1000-1500 (გამოცდილების შესაბამისად; ზრდის პერსპექტივით)
50%-იანი ფასდაკლება Element Fitness-ის ულიმიტო აბონიმენტზე
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@technomall.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ბუღალტერ-ოპერატორი".