მზარეული

თბილისი სრული განაკვეთი Gymnasia Cafe
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მზარეული
კაფე „Gymnasia“ ეძებს ენერგიულ და შრომისმოყვარე ადამიანებს მზარეულის პოზიციაზე სამუშაოდ. ეს სამუშაო იდეალურია მათთვის, ვისაც უყვარს კულინარია და სურს პროფესიული განვითარება ამ სფეროში. შემოუერთდით ჩვენს  თანამედროვე და მეგობრულ გუნდს!!!

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კერძების მომზადება გაწერილი რეცეპტების მიხედვით
  • ინგრედიენტების სწორად შერჩევა და მომზადება.
  • კერძის სრულყოფილად გაშვება დადგენილი წესების მიხევით.
  • საკვების გემოს და ვიზუალური ხარისხის უზრუნველყოფა.
  • სანიტარული და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა.
  • პროდუქტების მარაგებისა და ვადიანიბის კონტროლი.
  • პროდუქტების  შეკვეთა/ჩამოწერა საჭიროებისამებრ წესების დაცვით.
  • მენიუს შემუშავებაში მონაწილეობა
  • ახალი კერძების შემოთავაზება და დანერგვა.
  • სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია სამზარეულოს მუშაობასთან.

მოთხოვნები:
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • სწრაფად და ეფექტურად მუშაობის უნარი
  • სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა
  • ფიზიკური გამძლეობა და შრომისმოყვარეობა
  • მსგავს სფეროში მუშოაბის გამოცდილება ან კულინარიული განათლება ჩაითვლება უპირატესობად

სამუშაო ადგილი: 
ქ.თბილისი, საბურთალო, ამაშუკელის ქ. #14ა

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@gymnasia.com, ხოლო Subject-ის ველში მიუთითეთ „მზარეული“.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ აცხადებთ თანხმობას  მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კაფე „Gymnasia“-მ შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.