ელ. დამტვირთავის / ავტოკარის მძღოლი

თბილისი სრული განაკვეთი ლაქტალის ჯორჯია - სანტე
მივლინება: არა
ავტო-მოტო სერვისი: სატვირთო ავტომობილის მძღოლი
ლაქტალის ჯორჯია (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი – საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat – აცხადებს ვაკანსიას ელ.დამტვირთავის / ავტოკარის მძღოლის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ;
განაკვეთი: 11:00-19:00 საათი;

ძირითადი მოვალეობები:
  • საწყობში პროდუქციის მიღებისას მიღებული პროდუქციის დაბინავება;
  • საწყობიდან პროდუქციის გაცემისას პროდუქციის გატანა და სადისტრიბუციო მანქანაში ჩატვირთვა;
  • პროდუქციის სწორი განლაგება-დასაწყობება;
  • ელექტო დამტვირთავის გამოყენება დადგენილი ნორმებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით;
  • საწყობში ტემპერატურული რეჟიმისა და ჰიგიენური წესების დაცვა და კონტროლი;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით დამატებითი ფუნქციების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • დისციპლინირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com და სათაურის გრაფაში მიუთითოთ შესაბამისი პოზიციის დასახელება ან დარეკოთ ნომერზე: +995 591 12 83 61 ან 032 2 241 241.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2025 წლის 30 მარტი

გაცნობებთ, რომ ლაქტალის ჯორჯიას მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.