კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურის უფროსი

თბილისი სრული განაკვეთი საქართველოს უნივერსიტეტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ადამიანური რესურსები: ტრენინგის და განვითარების სპეციალისტი მეცნიერება/განათლება: უნივერსიტეტი
საქართველოს უნივერსიტეტი გთავაზობთ გახდეთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურის უფროსი UG-ში.

ჩვენს პერსონალს დავახვედრებთ
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;
  • ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას;
  • უსაფრთხო სამუშაო გარემოს;
  • უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება
  • კარიერული განვითარების პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება;
  • სტუდენტების კონსულტირება – კარიერული მიზნების დასახვა, CV-ს მომზადება, გასაუბრებისთვის მზადება;
  • დასაქმების შესაძლებლობების შესაქმნელად პარტნიორული ქსელის გაფართოება, სტაჟირებების და ტრენინგების ორგანიზება;
  • შრომის ბაზრის ტენდენციების შესწავლა და დასაქმების მონაცემთა მართვა;
  • დამსაქმებლებთან ურთიერთობა, სამუშაო ბაზრის მოთხოვნების კვლევა;
  • ინოვაციური პროექტების განვითარება და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება დასაქმების ხელშესაწყობად;
  • კურსდამთავრებულთა კარიერული განვითარებისა და დასაქმების სტატისტიკის;
  • შეგროვება, ანალიზი და მათი უნივერსიტეტის კარიერულ ღონისძიებებში ჩართვა;
  • კურსდამთავრებულებთან რეგულარული კომუნიკაცია, უკუკავშირის შეგროვება და მათ საჭიროებებზე მორგებული კარიერული მხარდაჭერის პროგრამების შექმნა.

კვალიფიკაცია, რომელსაც ვითხოვთ
  • უმაღლესი განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება: სასურველია იმავე ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;
  • კარიერული კონსულტაციის გამოცდილება;

სამუშაო პირობები: სრული განაკვეთი

უნარები, რომელიც უნდა გქონდეთ:

მენეჯერული უნარები:
  • ეფექტური გუნდის მართვა, რომელსაც შეუძლია მიზნების მიღწევა.
  • სტრატეგიული აზროვნება და სტუდენტთა კარიერული განვითარების გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბება.
  • პროექტების მართვა, მათ შორის სტაჟირების, ტრენინგების, და სხვა კარიერული განვითარების პროგრამების ორგანიზება.
კომუნიკაციის უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაცია სტუდენტებთან, დამსაქმებლებთან და სხვა პარტნიორებთან.
  • საინტერესო და კარგად დაგეგმილი პრეზენტაციების წარმოება, ტრენინგებისა და შეხვედრების ორგანიზება.
  • მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების წარმოების უნარი, როგორც სტუდენტებთან, ისე უნივერსიტეტის სხვადასხვა განყოფილებებთან.
კარიერული კონსულტაციის უნარები:
  • სტუდენტებს ინდივიდუალური რჩევები და დახმარება კარიერული მიზნების დასახვაში.
  • სხვადასხვა სექტორებში დასაქმების შესაძლებლობების გაცნობა და მათი განვითარებისთვის გზების გაკვალვა.
  • კარიერული ტრენინგების, სამაგისტრო პროგრამების, სტაჟირების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ანალიტიკური უნარები:
  • მონაცემთა ანალიზის უნარი, რაც სტუდენტების საჭიროებების უკეთ გააზრებასა და სწორი ღონისძიებების გატარებას უზრუნველყოფს.
  • სამუშაო ბაზრის ტენდენციების, მოთხოვნების და სიახლეების შესწავლა, რათა სტუდენტებს ეფექტური და კონკურენტუნარიანი კარიერული სტრატეგიები შესთავაზოს.
პარტნიორებისა და დამსაქმებლების მართვის უნარები:
  • სხვადასხვა ბიზნესსა და ორგანიზაციებთან პარტნიორობების შექმნა.
  • სტაჟირების, პრაქტიკების და სხვა დასაქმების შესაძლებლობების ორგანიზება, რაც სტუდენტების პროფესიულ ზრდას და დასაქმებას უწყობს ხელს.
  • დამსაქმებლებთან მჭიდრო თანამშრომლობა სტუდენტების დასაქმებისთვის.
ინოვაციურობა და განვითარება:
  • სტუდენტებისათვის ახალი და ინოვაციური კარიერული განვითარების პროგრამების დანერგვა.
  • ახალი ტექნოლოგიებისა და ტრენდების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტებს თანამედროვე ბაზარზე დასაქმების უფრო მაღალი შანსების მიღწევაში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2025 წლის 1 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურის უფროსი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 7000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1200-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://ug.edu.ge/public/

საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართელოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წანასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესასხებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს

გისურვებთ წარმატებას!