საქართველოს უნივერსიტეტი გთავაზობთ გახდეთ ვებ კონტენტ მენეჯერი UG-ში.
ჩვენს პერსონალს დავახვედრებთ
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;
- ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას;
- უსაფრთხო სამუშაო გარემოს;
- უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს.
- კონტენტის შექმნა და სტრატეგიის შემუშავება: დასაქმებულმა უნდა შეიმუშავოს და განახორციელოს ვებ კონტენტის სტრატეგიები, რომლებიც ხელს უწყობს მარკეტინგულ და ბიზნეს მიზნებს. გუნდთან ერთად შექმნას და მოიძიოს კონტენტი ვებ გვერდისთვის (ტექსტი, სურათები, ვიდეოები, ინფოგრაფიკები) ისე რომ ეს იყოს ბრენდთან შესაბამისობაში და სამიზნე აუდიტორიისთვის მიმზიდველი;
- ბრენდის თანხვედრა: ვებ საიტის კონტენტი სრულად უნდა შეესაბამებოდეს კომპანიის ბრენდის ხმას, სტილს და მთლიან მარკეტინგულ სტრატეგიას;
- ვებ საიტის ეფექტურობის შენარჩუნება: მართოს კონტენტის სტრუქტურა, უზრუნველყოს ინფორმაციის განახლება საიტზე. ვებ გვერდზე მუდმივად იყოს განახლებული მოწოდებული ინფორმაცია და გამოავლინოს შესაძლო პრობლემები (დაზიანებული ლინკები, მოძველებული კონტენტი და ა.შ.);
- სხვადასხვა დეპარტამენტს შორის კონტენტ პოლიტიკის სინქრონიზაცია და შეთანხმებულად მუშაობა იმისათვის, რომ კონტენტი შეესაბამებოდეს უნივერსიტეტის ზოგად ხედვას, კამპანიებს და ზოგადად მარკეტინგულ სტრატეგიას;
- კონტენტის ოპტიმიზაცია: უზრუნველყოს SEO საუკეთესო პრაქტიკების გამოყენება კონტენტის ოპტიმიზაციისთვის, გაზარდოს საიტის ხილვადობა საძიებო სისტემებში.
- კვალიფიკაცია, რომელსაც ვითხოვთ
- ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგის/ციფრული მარკეტინგის/სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით;
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ვებ კონტენტის შექმნის, მართვის და მენეჯმენტის მიმართულებით;
- სასურველია კანდიდატს გავლილი ჰქონდეს კურსები/ტრენინგები შესაბამისი მიმართულებით.
სამუშაო პირობები: სრული განაკვეთი
უნარები, რომელიც უნდა გქონდეთ:
- კონტენტის შექმნა და რედაქტირება: შესანიშნავი წერითი და რედაქტირების უნარები, რათა შექმნათ მაღალი ხარისხის კონტენტი;
- SEO საბაზისო ცოდნა: SEO საუკეთესო პრაქტიკების საბაზისო დონეზე ცოდნა და კონტენტის ოპტიმიზაციის უნარი;
- კრეატიულობა და პრობლემის გადაჭრა: შემოქმედებითი აზროვნება კონტენტის ახალ იდეებზე და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- კომუნიკაცია: შესანიშნავი წერითი და საუბრის უნარები, ასევე გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალების მიმართ ყურადღება: კონტენტის მკაცრი კონტროლი ბრენდის სახელმძღვანელოს და მიზნების მიხედვით;
- ინგლისური ენის გამართულად ცოდნა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2025 წლის 1 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: ვებ კონტენტ მენეჯერი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 7000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1200-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://ug.edu.ge/public/
საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართელოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წანასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესასხებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
გისურვებთ წარმატებას!