უმცროსი იურისტი

რუსთავი სრული განაკვეთი AUTOPAPA
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 1200
განათლება: ბაკალავრი
იურიდიული: იურისტი
AUTOPAPA აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00;
  • ანაზღაურება: 1000-1200 ლარი, კვალიფიკაციის შესაბამისად;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სამუშაო ადგილი: ქ.რუსთავი.

ძირითადი მოვალეობები
  • მთავარი იურისტის დახმარება სხვადასხვა საკითხებში (სასარჩელო განცხადებების, შესაგებლების, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების და სხვა შიდა დოკუმენტაციის მომზადების კუთხით);
  • ხელშეკრულებებისა და აქტების მომზადება;
  • კომპანიის არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია, სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • სამუშაო გამოცდილება უმცროსი იურისტის პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
  • უმაღლესი განათლება სამართლის მიმართულებით;
  • სამოქალაქო, ადმინისტრაციული და კორპორაციული სამართლის ცოდნა;
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
 
უნარები და პიროვნული თვისებები
  • მაღალი მოტივაცია და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • შრომისმოყვარე, ენერგიული და ორგანიზებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@autopapa.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: უმცროსი იურისტი

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

მეტი ინფორმაციისათვის გვესტუმრეთ:
https://www.autobazroba.com/
https://autopapa.ge/ge/page/about
https://m.facebook.com/autopapa.ge/

მოგვწერეთ: hr@autopapa.com
დაგვიკავშირდით: +995 591512644.

AUTOPAPA მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის. გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ ჩვენ შეგვიძლია დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით