კომერციული ბაზის ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი სუპერმარკეტების ქსელი დეილი
მივლინება: არა ხელფასი: 3000
ბუღალტერია/ფინანსები: 1C სპეციალისტი
სუპერმარკეტების ქსელი შპს "დეილი", რომელიც  10 წელზე მეტია უკვე წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, აცხადებს კონკურსს კომერციული ბაზის ადმინისტრატორის  ვაკანტურ პოზიციაზე თბილისში 
 
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები: 
  • ჯანსაღი სამუშაო გარემო; 
  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურება; 
  • იდეების წახალისება/მხარდაჭერა; 
  • მრავალფეროვანი სამოტივაციო  სისტემა;  
  • Კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობა; 
  • „ფიტპასის“ მომსახურება;  
  • კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე. 
 
სამუშაო პირობები: 
  • სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ; 
  • ანაზღაურება - 3000 ლ, Net;  
  • სამუშაო ადგილი - თბილისი,  ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის 40. 
 
ფუნქცია-მოვალეობები : 
  • ფასების პროგრამული ცვლილება; 
  • აქციების პროგრამული გატარება; 
  • ახალი პროდუქტის პროგრამულად დამატება;  
  • არსებულ პროდუქციაზე ნებისმიერი რეკვიზიტის პროგრამული ცვლილება;  
  • ფრენჩაიზებზე  მიყიდული პროდუქციის ფასების და ნომენკლატურების რეგისტრაცია; 
  • გაყიდვის ზედნადების ატვირთვა (კლიენტზე/მომწოდებელზე პროდუქციის პროგრამულად მიყიდვა); 
  • მაღაზიების შესყიდვა/გაყიდვის  პრობლემების გარკვევა და დახმარება; 
  • ხილბოსტნის მარჟების კონტროლი; 
 
სავალდებულო Საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება(ფუდ რითეილში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); 
  • 1 C ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ; 
  
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე hr@daily.ge  და სათაურის ველში - “Subject” მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება „ კომერციული ბაზის ადმინისტრატორი“ .  
 
გისურვებთ წარმატებებს !