ავტომობილების გაქირავების აგენტი

თბილისი სრული განაკვეთი Enterprise Rent A Car
მივლინება: არა ხელფასი: 2000 - 3000
ენები: ინგლისური მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: ავტომობილი, ავტონაწილები, გაყიდვების აგენტი
"Enterprise Rent-A-Car" არის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ავტომობილების გაქირავების საერთაშორისო კომპანია, რომელიც ოპერირებს 100-ზე მეტ ქვეყანაში და აწვდის ავტო-გაქირავებასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ მომსახურებას კერძო პირებსა და კორპორატიულ კლიენტებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ვებ საიტზე: http://www.enterprise.com
 
"Enterprise Rent-A-Car" ეძებს მოტივირებულ თანამშრომლებს ავტომობილების გაქირავების აგენტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ინგლისური ენის ცოდნა 
  • მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • კომუნიკაბელური
  • სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდიელბა

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის გაწევა
  • ავტომობილების მომხმარებლისთვის გადაცემა და უკან ჩაბარება
  • ავტოგაქირავების ხელშეკრულების და გადაცემის აქტის მომზადება/გაფორმება
  • ავტომობილების მოვლა შენახვის პროცესში მონაწილეობის მიღება
  • დამატებითი სერვისების გაყიდვა
  • ავტოგაქირავების ოპერაციებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება 
 
სახელფასო შუალედი: 2,000-3,000 ლარი (ფიქსირებული და საბონუსე სისტემით)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: operations@ehiglobal.ge