სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის (ბეტონი და ბეტონის ნაკეთობები) პოზიციაზე.
"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს.
კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: www.primeconcrete.ge
შერჩეულ კანდიდატს შესაძლებელობა ექნება მონაწილეობა მიიღოს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში და გაიზიაროს ჩვენი პროფესიონალების, ასევე უცხოელი პარტნიორების გამოცდილება.
ჩვენ გთავაზოვბთ:
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
- პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას
- კონკურენტულ სამუშაო პირობებს
ვაკანსიის დასახელება: წარმოების მენეჯერი (ბეტონი და ბეტონის ნაკეთობები)
სამუშაო ადგილი: ანაკლია (საცხოვრებლით უზრუნველყოფა)
სამუშაო განაკვეთი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია სამშენებლო მასალების მიმართულებით);
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სასურველია გამოცდილება სამშენებლო მასალების წარმოების სფეროში;
- სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- MS Office პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
მოვალეობები:
- წარმოების პროცესის ზედამხედველობა და კონტროლი;
- წარმოების მოცულობის გეგმის განსაზღვრა, სამშენებლო დეპარტემენტის და გარე გაყიდევების მიერ მოწოდებული შეკვეთების მიხედვით;
- დამკვეთთან, პროექტის მენეჯერთან ერთად საწარმოო პროდუქციის მახასიათებლების განსაზღვრა;
- წარმოების პროცესის დაგეგვაში მონაწილეობა;
- წარმოებული პროდუქციის ხარვეზების გამოვლენა და აღმოფხვრა;
- ქარხნის ტექნიკური მდგომარეობის გეგმიური შემოწმება და დეფექტაციის აქტის მომზადება;
- წარმოების მოკლევადიანი გეგმის ქარხნის ოპერატორებისთვის გაცნობა;
- გეგმების შესრულების კონტროლი;
- მასალების მარაგების მართვა და აღრიცხვა;
- საჭირო მასალების შეკვეთის განსაზღვრა;
- ნაწარმოები პროდუქციის აღრიცხვა და მონიტორინგი;
- საჭირო სატრანსპორტო რესურსის განსაზღვრა, შესაბამისი გეგმის მექანიზაციის მენეჯერისთვის მიწოდება;
- ლოჯისტიკის დაგეგმვა და პროცესის ეფექტურობის კონტროლი;
- პერსონალის მართვა;
- პერსონალის მხრიდან უსაფრთხოების ნორმების დაცვის მოთხოვნა;
აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი
თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2025 წლის 18 აპრილის ჩათვლით ელ.მისამართზე: vacancy@primeconcrete.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.