სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ ეძებს კადრს სამშენებლო მასალების ლაბორატორიის სპეციალისტი/ლაბორანტის პოზიციაზე
„პრაიმ ბეტონი“ არის დაზღვეული სამოქალაქო კონტრაქტორი, რომელსაც აქვს ფილიალები თბილისსა და ფოთში და ჩართულია სამშენებლო სფეროს მომსახურებებში. ჩვენი მომსახურება მოიცავს მთლიანი პროექტების მართვას, მიწის სამუშაოებს, მონოლითური ბეტონის სამუშაოებს, ფოლადის კონსტრუქციების მონტაჟს, ასევე ბეტონისა და ინერტული მასალის წარმოებასა და მიწოდებას.
იხილეთ ლინკი: www.primeconcrete.ge
შერჩეულ კანდიდატს შესაძლებელობა ექნება მონაწილეობა მიიღოს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში და გაიზიაროს ჩვენი პროფესიონალების, ასევე უცხოელი პარტნიორების გამოცდილება.
პოზიციის დასახელება: სამშენებლო მასალების ლაბორატორიის სპეციალისტი/ლაბორანტი
პოზიციის ადგილმდებარეობა: ანაკლია (საცხოვრებლით უზრუნველყოფა)
სამუშაო განაკვეთი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
სამუშაო აღწერილობა :
აუცილებელი უნარები:
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2025 წლის 18 აპრილის ჩათვლით ელ. მისამართზე: vacancy@primeconcrete.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.

- 3 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება ბეტონის საგამოცდო ლაბორატორიაში;
- EN, BS და ASTM სტანდარტების ცოდნა;
- MS Office-თან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
სამუშაო აღწერილობა :
- ინერტული მასალების, ბეტონის ტესტირება და ხარისხის კონტროლი;
- ბეტონის აუცილებელი ტესტირებების პროცესის კონტროლი და ტესტირების ანგარიშების სწორად და დროულად წარმოების უზრუნველყოფა;
- გადაცემული აღჭურვილობის/ტექნიკის მოვლა, კალიბრაცია, შეკეთება და პროცესის ზედამხედველობა;
- ლაბორატორიაში და სამშენებლო მოედანზე ნიმუშების აღება;
- პასუხისმგებლობა უსაფრთხო და სუფთა გარემოს შექმნაზე;
- ტესტირების შედეგების კოორდინაცია და კომუნიკაცია კლიენტებთან, ინჟინრებთან და სხვა დამხმარე პერსონალთან საჭიროების მიხედვით;
- ბეტონის ნაზავების ოპტიმიზაცია და ახალი რეცეპტების შემუშავება, მათი გამოყენების უზრუნველყოფა წარმოების პროცესში;
- ლაბორანტის ყოველდღიური სამუშაო პროცესის დაგეგმვა;
- ლაბორატორიული აუდიტების მომზადება, ხარისხის კონტროლის შენარჩუნება და ლაბორატორიული ტესტების დროული შესრულების უზრუნველყოფა.
აუცილებელი უნარები:
- განვითარებული კომუნიკაციური უნარები
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- დაკვირვებულობა, დეტალების დაფიქსირების უნარი
- გუნდში მუშაობის უნარი
- საქმის ორგანიზების უნარი