გაყიდვების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი Oxygen
მივლინება: არა ხელფასი: 1000 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვები(ზოგადი)
კომპანია ,,Oxygen Plus” , რომელიც გახლავთ ევროპული სამედიცინო აპარატურის და კოსმეტიკური ხაზების ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში , აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • არსებულ კლიენტებთან მუშაობა
  • პოტენციური კლიენტების მოძიება, დაინტერესება, მათთან ეფექტური კომუნიკაცია და პრეზენტაციის მართვა.
  • გაყიდვების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობებისა და არხების იდენტიფიცირება
  • მომხმარებლის მოთხოვნებისა და საჭიროების დადგენა, მათთვის ოპტიმალური აპარატების და პროდუქციის შეთავაზება
  • აპარატების მახასიათებლების და კონკურენტული უპირატესობის გაცნობა
  • მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება
  • გაყიდვების გეგმის განხორციელება განსაზღვრულ ვადაში
  • სასწავლო ტრენინგებსა და სემინარების ორგანიზება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • გაყიდვების კუთხით მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი
  • აუცლებელია ინგლისური ენის ცოდნა
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა( MS Office,Power Point,Exel, Internet).
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • სხარტი აზროვნების უნარი
  • კომუნიკაციის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი

პირობები
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 11:00-19:00
  • წლიური ანაზღაურებადი შვებულება: 24 სამუშაო დღე
  • ოფიციალური დასაქმება
  • ფიქსირებული ხელფასი: 1000 ლარი
  • პროცენტი გაყიდვებიდან
  • საშუალო ხელფასი: 2000-2500 ლარი

სამუშაო ადგილი: თბილისი, მ.თამარაშვილის ქ. 13ო, თბილისი

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე

(CV) ფოტოთი ელექტრონულ მისამართზე: beautifyge@gmail.com  2025 წლის 18 აპრილის ჩათვლით. Subject-ში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსია გაყიდვების სპეციალისტი, სახელი და გვარი.