სადისტრიბუციო კომპანია არგო აცხადებს ვაკანსიას 1C ოპერატორის პოზიციაზე. განაკვეთი: სრული, ყოველდღე , შაბათ–კვირის გარდა. სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი ძირითადი მოვალეობები: - 1C სადისტრიბუციო პროგრამაში მუშაობა;
- პროგრამაში ინფორმაციის შეყვანა/დამუშავება;
- მარაგების აღრიცხვა/კონტროლი;
- ელ. ზედნადებების და ფაქტურების გამოწერა/მიღება;
- დებიტორული დავალიანებების აღრიცხვა/კონტროლი;
- სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა/კონტროლი;
- სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება;
- შეკვეთების საფუძველზე რეალიზაციის გატარება, დაბრუნებების გაკეთება;
- საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება ეკონომიკური ან ფინანსური ან ტექნიკური განხრით;
- აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამისი პროფილით (დისტრიბუციის სფეროში ჩაითვლება უპირატესად);
პიროვნული თვისებები: - ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დროის ეფექტური მართვის უნარი;
- ორგანიზების, დაგეგმვის და მონიტორინგის უნარი;
- შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე jobs.argo@gmail.com და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.