სააღრიცხვო პროგრამის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი ტოტალ 100
მივლინება: არა ხელფასი: 800
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსები(ზოგადი)
შპს „ჯსთ რითეილი“ (ტოტალ 100-ის ავტოგასამართი სადგურებისა და მასზე არსებული მინი მარკეტების ქსელი) აცხადებს ვაკანსიას სააღრიცხვო პროგრამის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭავჭავაძის 34, პიქსელის ბიზნეს ცენტრი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 800 ლარი

ფუნქცია - მოვალეობები:
  • ფასდაკლებისა და კორპორატიული ბარათების რეგისტრაცია/კორექტირება;
  • საჭიროების შემთხვევაში პროგრამიდან სხვადასხვა ტიპის ანგარიშგებების ამოღება;
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის მიერ გაცემული მითითებების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმალური გამოცდილება;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • პუნქტუალური;
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება; 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancyhr@gct.com.ge გთხოვთ ელექტრონული ფოსტის საგანში (subject) მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

მოგახსენებთ, შრომითი ურთიერთობის ჩამოყალიბების მიზნით, დასაქმების მსურველი კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობასთან თავსებადობის დადგენისა და კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით ორგანიზაცია წინასახელშეკრულებო ეტაპზე ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს. კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით ორგანიზაცია ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს იმ მოცულობით და მასშტაბით, რაც აუცილებელია დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის. მოგვაწოდეთ თქვენი რეზიუმე მხოლოდ წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყების სურვილის შემთხვევაში, რელევანტური მონაცემების მითითებით.
შპს „ჯსთ რითეილი“  (ს/კ 405635629 ) პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და მასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტებით. 
წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდგომ კანდიდატის შესახებ პერსონალური მონაცემები კომპანიაში ინახება 1 წლის ვადით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დავის წამოწყების თეორიული შესაძლებლობის გამო. ამასთან, ინფორმაცია დამუშავდება კანდიდატის შემდგომ ვაკანტურ პოზიციებზე გათვალისწინების მიზნითაც.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით მონიჭებული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ ფოსტაზე vacancyhr@gct.com.ge