მარკეტოლოგი-კონტენტმეიქერი

ბათუმი სრული განაკვეთი გრანდ სითი რიალ ისთეით
მივლინება: არა ხელფასი: 1200 - 2000
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მარკეტოლოგი, კონტენტ მენეჯერი
გრანდ სითი რიალ ისთეით აცხადებს ვაკანსიას მარკეტოლოგი-კონტენტმეიქერის (უძრავი ქონება) პოზიციაზე.
ლოკაცია: ბათუმი
ანაზღაურება: 1200 - 2000 (ფიქსირებული+ KPI)
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ვის ვეძებთ?
  • ჩვენ ვეძებთ კრეატიულ და მოტივირებულ  მარკეტოლოგ-კონტენტმეიქერს,რომელიც გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდება, აქტიურად იქნება  ჩართული სამუშაო პროცესში და შექმნის  ვიდეო- და ფოტო-კონტენტს  უძრავი ქონების, მართვისა და გაყიდვების თემატიკასთან დაკავშირებით.
  • თქვენი მთავარი ამოცანაა სოციალური ქსელების (Instagram, Facebook, TikTok, YouTube) განვითარება – შექმნათ საინტერესო პოსტები, სთორები, Reels და Shorts, ასევე ხელი შეუწყოთ კომპანიის ბრენდის პოპულარიზაციას კონტენტის მეშვეობით.
  • აუთსორსინგი არ განიხილება! ჩვენ გვჭირდება გუნდის მუდმივი წევრი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს პროცესში და უშუალოდ იმოქმედებს შედეგზე.

თქვენი ამოცანები:
  • ვიდეო-კონტენტის გადაღება და მონტაჟი (აპარტამენტების მიმოხილვა, რილსები,სთორები, ინტერვიუები).
  • ფოტო და ვიდეომასალის შექმნა სოციალური ქსელებისთვის.
  • სოციალური მედიის მართვა და განვითარება (Instagram, Facebook, TikTok, YouTube).
  • ყოველკვირეული კონტენტ-გეგმის მომზადება.
  • კონტენტის ეფექტურობის ანალიზი,  ჩართულობის (engagement) და მიღწევის (reach) ზრდა.
  • გუნდთან კოორდინაცია, გადაღებებში მონაწილეობა და კრეატიული იდეების გენერირება.

რას ვითხოვთ?
  • მარკეტინგში გამოცდილება.
  • ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის უნარები (CapCut, Premiere Pro, Final Cut, DaVinci Resolve).
  • სოციალური მედიის ტრენდებისა და კონტენტ-მარკეტინგის ცოდნა.
  • Canva, Photoshop, Lightroom-ის (ან მათი ანალოგების) ფლობა.
  • კრეატიულობა,პასუხისმგებლობა და ინიციატივა.
  • ოფისში მუშაობისთვის მზადყოფნა (დისტანციური მუშაობა არ განიხილება)

KPI (როგორ შეფასდება თქვენი მუშაობა):
  • პოსტებისა და ვიდეოების რეგულარული გამოქვეყნება (X პოსტი/ვიდეო კვირაში).
  • გამომწერების და ჩართულობის ზრდა.
  • კრეატიულობა და ინიციატივა კონტენტის შექმნაში.
  • კონტენტ-გეგმის დროული შესრულება.

რას გთავაზობთ?
  • მუშაობას პროფესიონალ გუნდთან, რომელიც აქტიურად ვითარდება უძრავი ქონების სექტორში
  • კრეატიულ თავისუფლებას– შესაძლებლობას შენი იდეები განახორციელო.
  • ყველა საჭირო რესურსს გადაღებისთვის, მონტაჟისა და სარეკლამო კამპანიებისთვის.
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას– შენი შრომა  პირდაპირ აისახება  კომპანიის განვითარებაზე.
 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
გაგზავნე CV