ადმინისტრატორი

ბათუმი სრული განაკვეთი Steps Batumi Hotel and Suites
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ადმინისტრატორი (HoReCa)
"STEPS Batumi Hotel & Suites" ახალი აპარტ-სასტუმრო ბათუმში, PREMIUM GROUP-ის მიერ განხორციელდა და გამოირჩევა შესაძლებლობით, როგორც საქმიან ისე დასვენების მიზნით ჩამოსულ სტუმარს მისცეს სრულფასოვანი განთავსების გამოცდილება.  
მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს 550 აპარტამენტს, სპა ცენტრს, ღია საცურაო აუზს, რესტორნსა და ბარს. 
 
"STEPS Batumi Hotel & Suites" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე. 
 სამუშაო ლოკაცია: ბათუმი 
გრაფიკი: 12 საათიანი 2/2 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • აპარტ-სასტუმროში სტუმართა მიღება, ოთახებში განთავსება, გაცილების მთლიანი პროცესის მაღალი სტანდარტით უზრუნველყოფა; 
  • აპარტ-სასტუმროში არსებული ყველა სერვისის შესახებ, სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება;  
  • სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება, ზეპირი, ელ-ფოსტითა თუ სატელეფონო კონტაქტით; 
  • სტუმრებთან ეფექტური კომინიკაცია, სტუმრის მაღალი კმაყოფილებისა და ლოიალურობის უზრუნველყოფა; 
  • აპარტ-სასტუმროს ჯავშნის სისტემაში ოთახის ჯავშნის დეტალების, ცვლილებების, სტუმრის ინფორმაციის, მოთხოვნებისა და  ფინანსური ოპერაციების სიზუსტით ასახვის უზრუნველყოფა; 
  • ჯავშნის სისტემაში და ჯავშნის სხვა პლატფორმებზე,  ოთახების ხელმისაწვდომობის, სტატუსის, ჯავშნის პირობებისა და ტარიფების საფუძვლიანი ცოდნა; 
  • აპარტ-სასტუმროს ყველა საოპერაციო პროცედურის საფუძვლიანი ცოდნა და სხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა, სტუმრების კომფორტულად დასვენების უზრუნველსაყოფად; 
 
საჭირო უნარები: 
  • გუნდური მუშაობისა უნარი; 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი, როგორც წერითი ისე ვერბალური; 
  • სტრესული სიტუაციების მართვისა და კომპლექსური პრობლემების გადაჭრის უნარი; 
  • მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული;  
  • პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე და ენერგიული; 
 
საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები: 
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად; 
  • სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად; 
  • ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;  
  • საოფისე პროგრამების ფლობა; 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; 
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • კვებით უზრუნველყოფას; 
  • პროფესიულ განვითარებასა და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს; 
  • გუნდურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; 
  • კორპორატიულ ღონისძიებებს და გუნდურ აქტივობებს; 
  • თანამედროვე ოფისსა და კომფორტულ სამუშაო პირობებს; 
  • კომპანიის პროდუქტებზე/სერვისებზე სპეციალურ შეღავათებს; 
 
თუ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ "STEPS Batumi Hotel & Suites" პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@stepsbatumi.ge  და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება ადმინისტრატორი; 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით, ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. 
 
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის  18 აპრილი. 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
 
გისურვებთ წარმატებებს!