წარმოებაში მზარეულის დამხმარე / ცხელი კერძების მზარეული

რუსთავი სრული განაკვეთი მადაგონი
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: კვების ტექნოლოგი (Q&A), მზარეულის თანაშემწე, მზარეული
სუპერმარკეტების ქსელი ,,მადაგონი“  აცხადებს ვაკანსიას ქ. რუსთავში  შემდეგ პოზიციებზე:  წარმოებაში მზარეულის დამხმარე და ცხელი კერძების მზარეული;

,,მადაგონი“ საქართველოს ბაზარზე უკვე 15 წელია ოპერირებს და აერთიანებს საკონდიტროს, წარმოებას , სუპერმარკეტების და რესტორნების ქსელსს. კომპანია აქტიურად გეგმავს ქსელის გაფართოებას, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში და დაინტერესებულია ისეთი მოტივირებული, განვითარებაზე ორიენტირებული და კვალიფიციური თანამშრომლების დასაქმებით, რომლებიც იზიარებენ კომპანიის ხედვას და  ღირებულებებს.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრული გუნდი და მხარდამჭერი მენეჯმენტი;
  • ანაზღაურება გაიცემა თვეში 2-ჯერ ნამუშევარი საათების შესაბამისად;
  • ანაზღაურება მზარეულის დამხმარე:35-40 ლარი
  • ანაზღაურება ცხელი კერძების მზარეული:50 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ძირითადი კერძების მომზადება;
  • ტექნოლოგიური სტანდარტებისა და კალკულაციის დაცვა;
  • ინგრედიენტების მარაგის კონტროლი;
  • შეფ-მზარეულის მითითებების შესრულება.

მნიშვნელოვანია ყველა პოზიციაზე კანდიდატი იზიარებდეს კომპანიის ღირებულებებს:
  • ერთმანეთის პატივისცემა;
  • გუნდურობა და თანადგომა;
  • ეთიკური პრინციპების დაცვა;
  • მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვა;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV  ელ-ფოსტაზე: hr@madagoni.ge;
ან  შეავსოთ განაცხადის ლინკი: განაცხადის ფორმა

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება მხოლოდ შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით გადაწყვეტილების მისაღებად.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!