გახდით "Beard.ge"-ს გუნდის წევრი! "Beard.ge" არის #1 ქართული ბრენდი წვერისა და თმის მოვლის სფეროში. ჩვენი ასორტიმენტი აერთიანებს პრემიუმ ხარისხის პროდუქტებსა და აქსესუარებს. Beard.ge ორიენტირებულია უმაღლესი ხარისხის პროდუქციასა და სერვისის გაწევაზე. თუ დაინტერესებული ხართ გაყიდვების სფეროში საქმიანობით შანსი გეძლევათ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს და იმუშაოთ დინამიკურ და მეგობრულ გარემოში "Beard.ge" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე. სამუშაოს აღწერა: - პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა ჩვენს სავაჭრო წერტილებში განთავსებულ სტენდზე: მომხმარებლების დახმარება წვერისა და თმის მოვლის საკითხებში
- ინდივიდუალური მიდგომა: უზრუნველყოთ მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და გასაოცარი, უმაღლესი ხარისხის მომსახურების გაწევა.
- სალარო ოპერაციების წარმოება: გაყიდვების პროგრამაში და სალარო აპარატებთან სიზუსტით მუშაობა.
- პროდუქციის მარაგების კონტროლი: პროდუქციის მარაგების მიღება და ეფექტური ორგანიზება.
ანაზღაურება და სამუშაო გრაფიკი: - ხელფასი : ფიქსირებული 800 ლარი + ბონუსი. (ბონუსის გათვალისწინებით ხელზე ასაღები თანხა განსხვავდება ფილიალის მიხედვით 900 ლარი -1400 ლარი).
- სეზონური ბონუსები: გაორმაგებული ანაზღაურება გაყიდვების ზრდიდან გამომდინარე წლის სხვადასხვა პერიოდში (ვალენტინობა, შავი პარასკევი, საშობაო პერიოდი).
- სამუშაო დღეები: თვეში 15 დღე (დღეგამოშვებით).
- სამუშაო საათები: 10:00 - 22:00 (1.5 საათიანი შესვენებით).
კომპანია გთავაზობთ: - პროფესიული განვითარების შესაძლებლობები: მუდმივი სწავლა და ინფორმაციული, ანაზღაურებადი ტრენინგები.
- კორპორაციული სატელეფონო პაკეტი.
- Fitpass აბონემენტი - კომპანიის სრული დაფინანსებით.
- ჯანმრთელობის დაზღვევა.
- სპეციალური ფასდაკლებები - კომპანიის სრულ პროდუქციაზე ჩვენი თანამშრომლებისთვის.
- წამახალისებელი აქტივობები და შეხვედრები - წამახალისებელი გათამაშებები და პრიზები.
- მეგობრული სამუშაო გარემო.
- მოქნილის სამუშაო გრაფიკი.
მოთხოვნები კანდიდატის მიმართ: - ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (მშობლიური).
- ინგლისური ენის ცოდნა გამართულად საკომუნიკაციო დონეზე.
- მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა.
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- სწავლისა და განვითარების სურვილი.
კანდიდატების საყურადღებოდ: გთხოვთ, განიხილოთ ვაკანსია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სრულად ეთანხმებით ყველა ზემოთ მოცემულ პირობებს, განსაკუთრებით სტენდზე მუშაობისა და ცვლური გრაფიკის სპეციფიკას. დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: Jobs@beard.ge ან შეავსოთ აპლიკაცია ბმულზე: https://beard.ge/consultant-job/ წერილის სათაურში მიუთითეთ: "გაყიდვების კონსულტანტი". მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!