საწყობის თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი კ-მოტორსი
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 1400
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობის თანამშრომელი
კომპანია "კ-მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე 

ძირითადი მოვალეობები
  • საწყობის ტერიტორიის დალაგება და სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • სასაწყობე ფართის სწორად დაგეგმვა-გამოყენება და საწყობში არსებული პროდუქციის მონიტორინგი(სწორი განლაგება, რაოდენობა,მდგომარეობა);
  • საქონლის აღრიცხვა,მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოს ორგანიზება;
  • ტვირთების მოძრაობისთვის საჭირო დოკუმენტაციის კონტროლი,როგორც პროდუქტის მიღებისას, ასევე გაცემისას;
  • მარაგების კონტროლი და შევსება;
  • წუნდებული პროდუქციის მართვა;
  • პროდუქციის პერიოდული ინვენტარიზაცია-აღწერა;

ძირითადი მოთხოვნები
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel)

პიროვნული მახასიათებლები
  • პუნქტუალური;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი

ინფორმაცია სამსახურის შესახებ
  • სტაჟირების პერიოდი: 1-2 თვე  , ანაზღაურება 1000 ლარი;
  • სტაჟირების პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მოხდება სტაჟიორის დასაქმება; ხელფასი განისაზღვრება 1400 ლარით;

სამუშაო დრო და ფილიალის მისამართი:
  • ორშაბათი-პარასკევი. 09:00-18:00 სთ
  • შაბათი: 09:00-17:00 სთ

მის: თბილისი, იარაჯულის #29 (ყოფილი ქინძმარაულოის ქ 7)

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hr@k-motors.ge