ნეოტექის ისტორია 2005 წლიდან იწყება და დაარსების დღიდან კომპანიას, უსაფრთხოების სფეროში, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებულმა გუნდმა, მოახერხა გამხდარიყო ძლიერი კონკურენტი და შეექმნა საკუთარი სტანდარტები.
ჩვენთვის დაარსების დღიდან, ხარისხთან ერთად, პრიორიტეტად მომხმარებელთან ურთიერთობა იქცა. შესაბამისად, კომპანია რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს: დისტრიბუცია, საცალო და კორპორატიული.
დღეისათვის ნეოტექი თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან და ქართულ ბაზარზე ლიდერია უსაფრთხოების გადაწყვეტილების კუთხით.
ჩვენი მთავარი პრინციპია - სტაბილურობა, სანდოობა, ხარისხი!
ნეოტექი - უსაფრთხო გარემოსთვის!
ვაკანსიის აღწერა:
კომპანია "ნეოტექი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
გეგმიური ზრდის გამო ვეძებთ მოტივირებულ პროფესიონალს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და იქნება კომპანიის წარმატების ნაწილი.
სამუშაო ადგილი და გრაფიკი:
- მდებარეობა: თბილისი
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
- კორპორატიული პარტნიორების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება
- კორპორატიული გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და შესრულება
- კორპორატიული კლიენტების საჭიროებების ანალიზი და ინდივიდუალური შეთავაზებების მომზადება
- მოლაპარაკებების წარმოება და კომერციული წინადადებების მომზადება
- გაყიდვების პროცესის მონიტორინგი და ანგარიშგება გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან
გაინტერესებთ ეს პოზიცია?
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე:
hr@neotech.geგთხოვთ, ელ-წერილის სათაურში მიუთითოთ: "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი"
შემოგვიერთდით და გახდით ჩვენი გუნდის ნაწილი!