საკრედიტო ოფიცერი

თბილისი სრული განაკვეთი პრემიუმ ლიზინგი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
საბანკო: SME საკრედიტო ოფიცერი
კომპანია "პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე, თბილისში.

"პრემიუმ ლიზინგი" არის საერთაშორისო ჯგუფში "4finance" შემავალი კომპანია. "4finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით. "4finance" ჯგუფი დაარსდა 2008 წელს ლატვიაში და სწრაფად გადაიქცა მრავალბრენდულ ჯგუფად.

მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი: https://www.4finance.com/

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებელთა მომსახურება;
  • ლიზინგის განაცხადების კომპანიის რისკების პოლიტიკის შესაბამისად დამუშავება;
  • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ლიზინგის განაცხადებზე გადაწყვეტილების მიცემა;
  • საჭიროების შემთხვევაში ლიზინგის განაცხადების საკრედიტო კომიტეტზე წარდგენა;
  • კომიტეტის დადასტურების შემთხვევაში ლიზინგის გაცემა.

კვალიფიკაცია:
  • ლიზინგის ან ავტო დაკრედიტების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:
  • საკრედიტო რისკების ცოდნა, რისკების იდენტიფიცირებისა და შეფასების უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდთან მუშაობის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:
  • შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი;
  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიულ ტრენინგებს;

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერა შეესაბამება თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@premiumleasing.ge. ელ. ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

გისურვებთ წარმატებას!

"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.

ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "პრემიუმ ლიზინგს" ნომერზე: 032 250 20 60