ვადაგადაცილებული სესხის მართვის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი პრემიუმ ლიზინგი
მივლინება: არა
საბანკო: პრობლემური სესხების ოფიცერი
კომპანია "პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას ვადაგადაცილებული სესხის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

"პრემიუმ ლიზინგი" არის საერთაშორისო ჯგუფში "4finance" შემავალი კომპანია. "4finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით. "4finance" ჯგუფი დაარსდა 2008 წელს ლატვიაში და სწრაფად გადაიქცა მრავალბრენდულ ჯგუფად.

მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი:https://www.4finance.com/

ძირითადი მოვალეობები:
  • ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის მართვა და მონიტორინგი
  • დავალიანებების ამოღების პროცესის მართვა და კონტროლი
  • პრობლემურ კლიენტებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება
  • კომპანიის შიდა პროცედურებისა და საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვა

მოთხოვნები:
  • სასურველია პრობლემური სესხების ექსპერტად მუშაობის გამოცდილება
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები, საოფისე პროგრამების ცოდნა
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერა შეესაბამება თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@premiumleasing.ge. ელ. ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია - ვადაგადაცილებული სესხის მართვის სპეციალისტი.
გისურვებთ წარმატებას!

"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.
ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.
აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "პრემიუმ ლიზინგს" ნომერზე: 032 250 20 60